ინგა გრიგოლიას მელორ ვაჩნაძემ "საქმე გაურჩია" - სკანდალური ტელეეთერის ხმაურიანი გაგრძელება

ინგა გრიგოლიას მელორ ვაჩნაძემ "საქმე გაურჩია" - სკანდალური ტელეეთერის ხმაურიანი გაგრძელება

გადაცემა "რეაქციის" მეორე ბლოკის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია "იმედის" ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ტელეკომპანიის ტერიტორიას ტოვებდა; მელორ ვაჩნაძე და ადამიანთა ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.  მოხდა შეხლა-შემოხლა.

გადაცემის შემდეგ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მელორ ვაჩნაძემ დაურეკა და "საქმეები გაურჩია".

Facebook / ინგა გრიგოლია:

"ეს გადაცემის მსვლელობისას მივარდნები და ტელევიზიის ჭიშკართან მეგაფონით კივილი რა უბედურებაა???(((((((( ცოტა ხომ უნდა გაიზარდოს ეს ხალხი....

გუშინ ჩემი რესპოდენტების ნაწილს რომ დახვდნენ ეზოსთან და პათეტიური ყიჟინა დასცეს, კიდევ ერთხელ მივხვდი,რომ ერთი ნაბიჯითაც არ იზრდებიან ეს ადამიანები((((((((

პ.ს. გადაცემის შემდეგ მელორმა მეც დამირეკა და საქმეები მირჩია, როგორ ვბედავ და არ მომყავს ეთერში(((((((

რა ჰქვია ეხლა ამას????"

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს