ნანიკო ხაზარაძემ ფეხი მოიტეხა და კომპენსაციას ნოე სულაბერიძეს სთხოვს

ნანიკო ხაზარაძემ ფეხი მოიტეხა და კომპენსაციას ნოე სულაბერიძეს სთხოვს

"დღის შოუს" წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ფეხი მოიტეხა. შემთხვევა "ტელე იმედში" მოხდა. ნანიკო Facebook-ის გვერდზე მომხდარს აღწერს და მოტეხილობას პროდიუსერ ნოე სულაბერიძის არაპუნქტუალურობას აბრალებს:

"ნოეს არაპუნქტუალურობის გამო გავიბზარე ტერფის ძვალი... მე-4 სტუდიაში იმდენჯერ მოვირბინე შენს ჩასართავად, თან სულ 3 წუთი მქონდა დრო, შენ კი ამ დროს გეკიდა..... წავიქეცი და მოვიტეხე ფეხი...მოვითხოვ კომპენსაციას...",  - მიმართავს ნანიკო ხაზარაძე ნოე სულაბერიძეს.

გამოქვეყნებულ ფოტოს ბევრი ცნობილი ადამიანის თანაგრძნობის გამომხატველი კომენტარი მოჰყვა, თუმცა მათ ნანიკო შემდეგი სიტყვებით ამშვიდებს: - "ქორწილამდე გამივლის :)"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს