"ყველაფერი არ მათქმევინოთ!!!" - ლალი მოროშკინა აგვისტოს ომის შიდა სამზარეულოზე

"ყველაფერი არ მათქმევინოთ!!!" - ლალი მოროშკინა აგვისტოს ომის შიდა სამზარეულოზე

ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა, ვინ გადაკვეთა აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოს საზღვარი. ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ომის საკითხებით სპეკულირებენ. ის Facebook-ზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებს ახსენებს და "ნაციონალურ მოძრაობას" შემდეგი სიტყვებით მიმართავს - "ყველაფერი არ მათქმევინოთ!".

Facebook/ ლალი მოროშკინა:

"არ მინდოდა ამ თემის არც გააქტიურება და მითუმეტეს არც ამ თემით სპეკულაცია, მაგრამ ზოგიერთებს რომ შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი მათ საყურადღებოდ ერთ ამბავს გავიხსენებ:

2008 წლის 7 აგვისტოს საპროტესტო ჯაჭვი რუსეთის საელჩოსთან მე და მარინა სალუქვაძემ დავიწყეთ!!! თითქმის 24 საათი ვიხვეწებოდით, რომ ვინმე გამოსულიყო!!! 8 აგვისტოს "ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით მე და მამუკა არეშიძემ მოვუწოდეთ საზოგადოებას, ქართველების რუს ცოლებს და ჯაჭვი საგრძნობლად გამსხვილდა. შემდეგ პეტიციით მივმართეთ მედვედევს, რომ ჩვენ რუსი ქალები, ქართველების დედები ვართ, საქართველო ჩვენი სამშობლოა და ვგმობთ ოკუპაციას!!! მხოლოდ ამის მერე დამირეკა დათო ბაქრაძემ მადლობა გადამიხადა და მითხრა:-ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ამ აქციას რუსთაველის თეატრშიო. ჩვენ იქაც მივედით, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ ახლა არ არის იდეოლოგიების ბრძოლის დრო...მაგრამ ნაც. აქტივისტები მიუბრუნდნენ იქ მყოფ ჟურნალისტებს და უთხრეს, მოროშკინა და სალუქვაძე აღარ გვინდა, ისედაც დიდი დოზით მოხვდნენ ეთერში, ახლა ჩვენები ჩაწერეთო!!!

და კიდევ 7 აგვისტოს, ერეკლეს მოედანზე, ჟურნალისტთა ფედერაციაში შტაბი შევქმენით, სადაც ქართლიდან დევნილებს ვეხმარებოდით, 24 საათი მუშაობდნენ მარინა კოლხიდაშვილი, ჰამლეტ გეგელია და ასობით წესიერი ადამიანი!!! სხვათაშორის ბევრ დღეს გადაბღენძილ პოლიტიკოსსაც დავურეკეთ, რამით მაინც შემოგვეშველეთო...და დუმილი...ყველაფერი არ მათქნევინოთ!!!!!და ეს მაშინ, როცა ლტოლვილთა სამინისტროს ეძინა, ნაწილი კი რუსეთის საელჩოს იქით მხარეს იდგა!!! მაინდამაინც ხმამაღლა უნდა ვილაპარაკო ყველაფერზე ???" -  წერს ლალი მოროშკინა.

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი