ადამიანები, რომლებმაც მოგებული ჯეკპოტი ღარიბებსა და ეკლესიებს შესწირეს

ადამიანები, რომლებმაც მოგებული ჯეკპოტი ღარიბებსა და ეკლესიებს შესწირეს

ეს კეთილი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. მათი წყალობით, უამრავ ადამიანს მძიმე, გაჭირვებული ცხოვრება შეუმსუბუქდა. მათ ლატარეაში დიდი ფული მოიგეს, მაგრამ სრულიად უანგაროდ თანხა საავადმყოფოების, ეკლესიების და გაჭირვებულთა დახმარების ფონდებში გადარიცხეს. ისინი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ. მათი კეთილი საქმეების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია სხვადასხვა ფონდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ალენი და ვიოლეტი: კანადაში მცხოვრები ალენი და ვიოლეტი ლატარეაში მოგებული 11.2 მილიონი დოლარით გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარნენ. თანხა ეკლესიების, სასაფლაოებისა და სახანძრო სამსახურის ფონდში, ასევე საავადმყოფოებში გადარიცხეს. დარჩენილი თანხა კი ოჯახის წევრებს გაუნაწილეს.

"რაც არასდროს გეკუთვნოდა, არასდროს მოგენატრება", - განაცხადა ვიოლეტმა.

რეი და ბარბარა ვროგები: ინგლისში მცხოვრებმა რეი და ბარბარა ვროგებმა 15 მილიონი დოლარი მოიგეს. მათ თანხა ადგილობრივი ბავშვთა საავადმყოფოს ფონდში გადარიცხეს. ამასთან, მოგებული თანხით 50 ვეტერანის იტალიაში მოგზაურობის თანხა დაფარეს.

შელა რაიანი: მან 1988 წელს ფლორიდაში 55.2 მილიონი დოლარი მოიგო. 1994 წლამდე, ვიდრე კიბოთი არ გარდაიცვალა, მოგებული თანხა გაჭირვებული ადამიანების დახმარებაში დახარჯა. მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Ryan Foundation ააშენა თავშესაფარი, სადაც ქირას მარტოხელა დედებსა და გაჭირვებულ ბავშვებს უხდიდა. ამასთან, მისმა ფონდმა უსახლკარო კატები შეიფარა.

"ღმერთის სურვილით თანხა მოვიგე. გავაცნობიერე, რომ არსებობდა მიზეზი რისთვისაც უფალმა თანხა მომცა. სწორედ ამიტომ დავეხმარე ჩემს თანამოქალაქეებს", - განაცხადა შელამ ინტერვიუში.

23 წლის ტაივანელმა ახალგაზრდამ ლატარეაში 10 მილიონი დოლარი მოიგო. მან თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა, ხოლო 1 მილიონი დოლარი გაჭირვებულ ბავშვებს დაურიგა. მის სურვილს, რომ კეთილი საქმე ანონიმურად დარჩენილიყო, პატივი სცეს, შესაბამისად, საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ახალგაზრდის სახელსა და გვარს არ ასახელებენ.

ჰილდა ფლოიდი: აშშ-ს შტატ აიდაჰოში მცხოვრებმა ჰილდა ფლოიდმა 2011 წელს 1 მილიონი დოლარი მოიგო. მოგებული თანხის 90% ჰილდამ ოჯახის წევრების, ეკლესიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებაში დახარჯა. ინტერვიუში განაცხადა, რომ მოგების პირველივე წუთიდან იცოდა, რომ თანხას ქველმოქმედებაში დახარჯავდა.

მომზადებულია time.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს