რობოტმა რუბიკის კუბი რეკორდულად მოკლე დროში ააწყო

რობოტმა რუბიკის კუბი რეკორდულად მოკლე დროში ააწყო

ბრიტანელი ინჟინრების, მაიკ დობსონის და დევიდ გელდიემის შექმნილმა რობოტმა CubeStormer 3, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მანქანამ რუბიკის კუბი 3,253 წამში ააწყო.

რეკორდი 15 მარტს ბირმინგემში გამართულ ფესტივალზე შედგა. დრო, რომელიც რობოტმა აჩვენა, როგორც მექანიკური მანქანების, ასევე ადამიანებისთვისაც საუკეთესო მაჩვენებელია. წინა რეკორდი - 5,35 წამი რობოტ CubeStormer 2-ს ეკუთვნოდა, რომლის ავტორებიც ასევე დობსონი და გელდიემი იყვნენ. ადამიანებში, რეკორდსმენად ჰოლანდიელი მეთს ვალკი ითვლება, რომელმაც კუბი ზომით 3x3x3, 5,55 წამში ააწყო.

რუბიკის კუბიკს რობოტი, რომელიც "ლეგოს" კონსტრუქტორის დეტალებისგანაა აგებული, ოთხი "ხელით" აწყობდა. "ტვინის" სახით ბრიტანელმა ინჟინრებმა რვა ბირთვიანი პროცესორის მქონე სმარტფონი Samsung Galaxy S4 გამოიყენეს.

ახალი რეკორდის მფლობელების მომავალი მიზანი, არსებული შედეგის გაუმჯობესებაა. CubeStormer 3-მა კლასიკური 3x3x3 ზომის რუბიკის კუბი ააწყო. თუმცა დევიდ გელდიემი "არასტანდარტული" კუბების ამწყობი რობოტების შექნითაცაა ცნობილი. რობოტმა MultiCuber 3, კუბი ზომით 4x4x4 ერთ წუთსა და 18,68 წამში ააწყო. 9x9x9-იან კუბიკს კი - MultiCuber 999-მ 34 წთ და 25,89 წამი მოანდომა.

რუბიკის კუბი, 1974 წელს უნგრელმა მოქანდაკემ და არქიტექტურის მასწავლებელმა, ერნო რუბიკმა გამოიგონა. ის დღემდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თავსატეხად რჩება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს