მერაბ მეტრეველი ივანიშვილსა და მარგველაშვილს ახალდაქორწინებულ ცოლ-ქმარს ადარებს

მერაბ მეტრეველი ივანიშვილსა და მარგველაშვილს ახალდაქორწინებულ ცოლ-ქმარს ადარებს

ტელერადიოწამყვანი მერაბ მეტრეველი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ახალდაქორწინებულ ცოლ-ქმარს ადარებს.

"ქმარი რომ ცოლად მოყვანის შემდეგ აღმოაჩენს ქალის ნამდვილ ხასიათს, ისე დამართნია ივანიშვილს", - წერს მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და იქვე ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოჰყავს, რომელიც მან გუშინ "ტელეიმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" გააკეთა.

"პრეზიდენტს რაც შეხება, გარკვეული იმედგაცრუება მე მივიღე. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილთან დაპირისპირებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს