ვერძი
დღეს შეიძლება პესიმისტურმა აზრებმა შემოგიტიონ. ამიტომ, მეტი დრო გაატარეთ მხიარული ადამიანების გარემოცვაში. მათთან ერთად, ვინც ოპტიმისტურ განწყობაზე "გადაგრთავთ".
კურო
დღეს აზრების, გეგმებისა და იდეების გარშემო მყოფებისთვის გაზიარების სურვილი მოგეძალებათ. ეცადეთ, ისეთ ადამიანს გაენდოთ, ვინც იზიარებს თქვენს მოსაზრებებს და ხელსაც შეგიწყობთ მათ რეალიზებაში.
ტყუპი
დილიდან გარშემო მყოფთათვის მითითებების, ბრძანებების გაცემის სურვილი გაგიჩნდებათ. თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, სამუშაო პროცესს ერთიორად გააუმჯობესებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სურვილი შედეგს ვერ გამოიღებს.
კირჩხიბი
კარგი დღეა მოგზაურობისთვის, შთაბეჭდილებების მისაღებად. მოხდება ღირებულებების გადაფასება. შეიძლება ზოგიერთ მოვლენაზე შეგეცვალოთ შეხედულება.
ლომი
რაც უფრო მეტ სითბოსა და მზრუნველობას გამოიჩენთ საყვარელი ადამიანის მიმართ, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. მაქსიმალურად მოერიდეთ ეჭვიანობასა და კონტროლს.
ქალწული
დაუგეგმავი საქმეების შესრულება მოგიწევთ. რაც დაკავშირებული იქნება სახლთან, ოჯახთან, ნათესავებთან. რემონტის დაწყებამდე სპეციალისტებს გაესაუბრეთ.