ლეკვი, რომელიც 2 მილიონ დოლარად გაიყიდა

ლეკვი, რომელიც 2 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჩინეთში ტიბეტური მასტიფის ჯიშის ლეკვი 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი.

ეს ფუმფულა ცხოველი ჩინეთის პროვინცია ჯეძიანში შეიძინეს. მისი სიმაღლე 80 სანტიმეტრია და 90 კილოგრამს იწონის. როგორც პატრონი, ჟანგი ჟურნალისტებთან აცხადებს, მისი გაყიდვა ძალიან გაუჭირდა, რადგანაც ძალიან უყვარდა.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, რატომ აქვს ძაღლს ისეთი ფასი, როგორიც მდიდრულ აგარაკს - ეს ჯიში ძალიან იშვიათია და შესაბამისად, ბაზარზე მისი ფასიც რეკორდულად მაღალია. ლეკვი დეველოპერმა შეიძინა.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს