ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე გიორგი მარგველაშვილის პრესკონფერენციას ეხმაურება.
"ძალიან საინტერესო იყო მარგველაშვილის პრესკონფერენცია... არ ველოდი. ხაზგასმით თქვა, რომ ის გადაწყვეტილებებს თავად იღებს უკვე... პოლიტიკურ ენაზე ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ახლა ალბათ მოიხსნა კითხვა - რატომ არ დაესწრო მთავრობის არც ერთი წევრი პრეზედენტის პირველ გამოსვლას პარლამენტში. ყველაზე მეტად კი ამ ამბავზე ის მეტყველებს, რომ მარგველაშვილი ოფიციალურად გადავიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში... მოულოდნელად საინტერესო პკ იყო.
ხო და კიდევ ერთი - ხაზი გაუსვა, რომ ის პირად საუბრებს არ ასაჯაროვებს - ანუ ივანიშვილმა გაასაჯაროვა.... მე ასე გავიგე მისი მესიჯები.
უნდა ვაღიარო - არ ველოდი", - წერს გრიგოლია.
გუშინ თეა სიჭინავას გადაცემა "პოლიტიკის დროში" ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებების საპასუხოდ, დღეს გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა.