თამაშდება ავტომობილი - ვინც ცალ ფეხზე დიდხანს გაჩერდება BMW-ს მოიგებს (+7 ფოტო)

თამაშდება ავტომობილი - ვინც ცალ ფეხზე დიდხანს გაჩერდება BMW-ს მოიგებს (+7 ფოტო)

თუ მართვის მოწმობა გაქვთ, მაგრამ ახალი ავტომობილის შესაძენად ხელფასი არ გყოფნით, მაშინ ეს შეჯიბრი თქვენთვისაა.

ჩინეთში, პროვინცია ძიანსიში ახალგაზრდებმა მონაწილეობას მიიღეს შეჯიბრში, სადაც ახალი BMW X1 თამაშდებოდა. 

მონაწილეები ვალდებულნი არიან, ავტომობილის გარშემო შეიკრიბონ, ხელი მანქანას დაადონ და ერთ ფეხზე გაჩერდნენ, შემდეგ ეტაპზე თითის წვერზე დგებიან. გასაღები გადაეცემა მას, ვინც ცალ ფეხზე დიდხანს იდგება. იმისთვის, რომ შეჯიბრი პატიოსნად ჩატარდეს, ყველა მონაწილის ფეხქვეშ ფქვილს ყრიან - როგორც კი თეთრ ფხვნილს ქუსლის ფორმა დაეტყობა, მონაწილე კონკურსს გამოეთიშება.

კონკურში მონაწილეობის სურვილი 140-მა ადამიანმა გამოთქვა. მაგრამ 3-ვე ეტაპი მხოლოდ 20-მა გაიარა და საბოლოო ჯამში, საოცნებო ავტომობილი სურეშ ჯოაჩიმს გადაეცა. მან ზედმეტად რთულ პოზაში 7 საათი და 26 წუთი დაჰყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს