8 თვის ჭარბწონიანი ბავშვი 6 წლის მოსწავლეს ჰგავს (+9 ფოტო)

8 თვის ჭარბწონიანი ბავშვი 6 წლის მოსწავლეს ჰგავს (+9 ფოტო)

კოლუმბიაში ყველაზე მსუქანი ბავშვი 8 თვის სანტიაგო მენდოზაა.

პატარა 19.7 კილოგრამს იწონის და 6 წლის სკოლის მოსწავლეს ჰგავს; სანტიაგო თანატოლებისგან ჭარბი წონით გამოირჩევა. თუ საჭირო რაოდენობის საჭმელი არ აჭამეს, ბავშვი მთელი დღე ტირის.

"ის ძალიან მშფოთვარე ბავშვია. რომ არ ეტირა, მაშინვე ვკვებავდი და ჩუმდებოდა. ჩემი სანტიაგოს წონის გამო ვღელავ", - ამბობს ბავშვის დედა.

Caracol Radio-ს ცნობით, მშობლებმა უკვე დაარეგისტრირეს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ბავშვის წონის რეგულირებისთვის თანხას შეაგროვებს. ის დაბადებიდან წონის გამო გარკვეულ სირთულეებს აწყდება და საავადმყოფოშიც რამდენჯერმე იყო ჰოსპიტალიზირებული.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები შეაფასებენ. სანტიაგოს დიეტის დაცვა და ჯანსაღი პროდუქტების მიღება მოუწევს.

იხილეთ ფოტოგალერეა +ვიდეო

მომზადებულია Caracol Radio-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს