20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასიამოვნო სიახლეები და სიურპრიზები გელით ნათესავებისა და ახლობლებისგან. შეიძლება წვეულებაზე დაგპატიჟონ. ეცადეთ, თავადაც მადლიერი და გულისხმიერი იყოთ მათ მიმართ.

კურო

დღეს სწრაფად უნდა იმოქმედოთ, მაგრამ გაფრთხილდით, სისწრაფეში შეცდომები არ დაუშვათ და შეძლებისდაგვარად ყველაფერი აკონტროლეთ. უმჯობესია, დახმარებისთვის გამოცდილ კოლეგებს მიმართოთ.

ტყუპი

ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ და თქვენს გადარწმუნებას ვერავინ შეძლებს. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და დისკუსიისთვის.

კირჩხიბი

დღეს დილემის წინაშე აღმოჩნდებით: დატოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, თუ შეცვალოთ. საქმე იმაშია, რომ ორივეგან მოიძებნება მინუსებიც და პლუსებიც. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ.

ლომი

დღეს აზარტული თამაშები და რისკი გაგიტაცებთ. შეიძლება ლატარიაში მოიგოთ კიდეც, მაგრამ ნუ გარისკავთ იქ, სადაც საქმე ეხება: ფინანსებს, თქვენს ჯანმრთელობასა და რეპუტაციას.

ქალწული

მოერიდეთ ინტრიგებსა და ჭორებს. თქვენი ერთმანეთზე გადაკიდების ან დაშორების მიზნით შეიძლება თქვენს ახლობლებზე ბინძური ჭორები მოისმინოთ, მაგრამ ნუ ეცდებით საქმეებისა და ურთიერთობების გარჩევას. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ტყუილი მალევე გამოაშკარავდება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს