კაცი, რომელსაც 98 შვილი ჰყავს

კაცი, რომელსაც 98 შვილი ჰყავს

ჰოლანდიელი ედ ჰუბენი 98 შვილის მამაა და "ბავშვების მწარმოებლის" ტიტული მოიპოვა.

ედი დონაციის წყალობით ქალებს დედობის შანსს აძლევს. მან სპერმის დონაცია 2002 წელს დაიწყო და თავდაპირველად სპერმის ბანკთან თანამშრომლობდა, მაგრამ ახლა ამ საქმეს "ნატურალური" გზით აკეთებს.

ის ლესბოსელ წყვილებს, მარტოხელა ქალებსა და ჰეტეროსექსუალებს ეხმარება, რომელთაც ნაყოფიერების პრობლემები აქვთ. მისი ბოლო ბავშვი, რიგით 98-ე მადიტაა. მატიდას დედა საბავშვო ბაღის 28 წლის ძიძაა. როგორც მარტოხელა დედა ამბობს, მის ცხოვრებაში კარგი კაცი არასდროს გამოჩენილა, დედობა კი ძალიან სურდა და ბავშვის გაჩენა ამ ხერხით ამიტომაც გადაწყვიტა. მამაკაცი ზუსტ სიას აწარმოებს, რომ რეიტინგი არ აერიოს; დღიურში ყველა ქალისა და ბავშვის სახელია მითითებული. შესაბამისად, თუ როდესმე ბავშვი დაინტერესდება, თუ ვისი წყალობით მოევლინა ქვეყანას, მამის გაცნობა შეეძლება.

თუმცა, ყველა ქალი, რომელიც ედისგან შვილის გაჩენას გადაწყვეტს, ვალდებულია, რამდენიმე სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს. ედის მომსახურებით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვისაც ავადმყოფობის ისტორიაში ეწერებათ, რომ არცერთ დაავადებას არ ატარებენ და არც ნარკოტიკზე არიან დამოკიდებულნი. ის საკუთარ სახლში თვეში 15-მდე ქალს მთელი მსოფლიოდან იღებს. საკუთარ მომსახურებაში ჰუბენი ფულს არ იღებს. გამონაკლისის სახით, იგი ქალებს უფლებას აძლევს, მისი მგზავრობის და საცხოვრებელი ბინის ხარჯები გადაიხადონ, იმ შემთხვევაში, თუ მისი საზღვარგარეთ გამგზავრებაა აუცილებელი.

კლიენტებთან ჰუბენი ხელშეკრულებას დებს. დოკუმენტის თანახმად, ქალებს მისთვის ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს