რა ღირს ამერიკაში ქალწულობის დაკარგვა?

რა ღირს ამერიკაში ქალწულობის დაკარგვა?

ქალების დიდი ნაწილი ქალწულობას სიყვარულის გამო კარგავს, მაგრამ არსებობენ გოგონები, რომლებისთვისაც ეს ფულის დაბანდების საუკეთესო საშუალებაა.

27 წლის ამერიკელი სტუდენტი ელიზაბეტ რაინი ქალწულობას ინტერნეტ-აუქციონზე ყიდის. "ლოტის" ღირებულება 400 000 დოლარია. 

"ამ თემის მიმართ ემოციური განწყობა საერთოდ არ მაქვს. ამ გზით ფულის შოვნა ძალიან მარტივია. მოდი პირდაპირ ვთქვათ - სექსი სექსია. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ვარ, ინტიმური კავშირი არასდროს მქონია და არათუ სექსი, კაცებს ჩემი შიშველი სხეულიც კი არასდროს უნახავთ. ბევრ მამაკაცს ვხვდებოდი, მაგრამ მათ შეყვარებულებს ვერ დავარქმევ, რადგანაც მათ მიმართ ძლიერი გრძნობა არასდროს მქონია; შესაბამისად, სექსის სურვილი რატომ უნდა გამჩენოდა?", - ამბობს ელიზაბეტი.

მის გადაწყვეტილებას მეგობრები პატივს სცემენ, მაგრამ ელიზაბეტს გადაწყვეტილებას უწუნებს მისი ძმა. ელიზაბეტი აშშ-ში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს, მაგრამ კოლეჯის სახელს არ აცხადებს. მისი თქმით, მიღებული თანხის 35%-ს ქველმოქმედებაში დახარჯავს.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 ქალი, რომელმაც ქალიშვილობა აუქციონზე გაყიდა (+PHOTO)

მომზადებულია litedaily.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს