ჩუმლაყში ადრე შუასაუკუნეების ეკლესია აღმოაჩინეს

ჩუმლაყში ადრე შუასაუკუნეების ეკლესია აღმოაჩინეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. "ნაბახჩევის“ ტერიტორიაზე მოსახლეობამ მიწის დამუშავების დროს ადრე შუასაუკუნეების ეკლესია აღმოაჩინა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, ეკლესიის დიდი ნაწილი დაზიანებულია და მხოლოდ აღმოსავლეთის მხარეა შემორჩენილი.

მარკოზაშვილის განმარტებით, ეკლესიის კედლებში გამჭოლი ხვრელებია დატანებული, რასაც სავარაუდოდ, სამალავებად იყენებდნენ. მისივე თქმით, მეცნიერული გამოკვლევის შემდეგ, შესაძლოა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნასოფლარიც აღმოაჩინონ.

აღმოჩენასთან დაკავშირებით ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობებენ და ტერიტორიის შესასწავლად, სავარაუდოდ,  არქეოლოგები ჩავლენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა