ამოთხრილი მამა გაბრიელი, ტელეზომბირება, ლანძღვა-გინება, უცოდინარი გიჟები - "ილიაუნის" ლექტორი ქართველებზე

ამოთხრილი მამა გაბრიელი, ტელეზომბირება, ლანძღვა-გინება, უცოდინარი გიჟები - "ილიაუნის" ლექტორი ქართველებზე

"ილიაუნის" ლექტორი გიორგი თუმანიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართველების განვითარების პრობლემაზე წერს.

"მაინც უნდა დავწერო!

მოკლედ მეგობრებო, თანამოაზრეებო და არათანამოაზრეებო!

სახელმწიფოებრივი აზროვნების გარეშე და საკუთარი თავის გარდა სხვაზე ზრუნვისა თუ ფიქრის გარეშე არაფერი გამოვა.

ამ წლების მანძილზე პრაქტიკულად კუს ნაბიჯებით მივბობღავდით და ახლა ვეღარც კი მივბობღავთ. სად? სად და განვითარების გზაზე. რა განვითარების? ღირებულებითი განვითარების გზაზე.

ევროპა ცუდია? არა მეგობრებო, ევროპა არ არის ცუდი, მაგრამ ჩვენ ასეთი ტემპით სულ ჩამოვრჩებით, ვინაიდან სხვაც ვითარდება და ვითარდება ბევრად უფრო სწრაფად. გამოდის რომ ჩვენი "განვითარებით"’ კიდევ უფრო ვშორდებით იმ ღირებულებებს და სიკეთეებს, რომელიც 21-ე საუკუნის განვითარებული სახელმწიფოების მონაპოვარია.

რეალობა: ამოთხრილი მამა გაბრიელი და ასიათასობით ადამიანი იმედით აღსავსე;

დანგრეული ქუჩები, თითქოს ჭურვები აფეთქდა ქუჩებში;

ტელეზომბირება მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომელიც დარჩენილი საღი გონების ლუკმას ლამობს;

სიძულვილი, ერთმანეთის ლანძღვა-გინება;

ფერები ისევ დომინანტში - შავი;

ერეგირებული მამრები და პაწიოსანი საქალბატონეები;

სუფრა და სამშობლოს სიყვარულით ავსებული მუცლები და დაელამებული თვალები - შენ შემოგევლე ძმაო;

აბსოლუტურად არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის.

თემები, იდიოტური თემები ყოველდღე, ყოველ საათს და წამს: ღარიბაშვილი, ივანიშვილი, კალაძე, სააკაშვილი, ბენდუქიძე - ვინ არის იუდა?

ასე არაფერი გამოვა და არც გამოდის.

მოკლედ, რეალურად საქმე მართლა ცუდათ არის.

ანუ, უბრალოდ გიჟები ვართ. უცოდინარი გიჟები, რომლებსაც უბრალოდ დაფიქრების და გააზრების ეშინიათ;

პუტინი - ჩემი მეგობარია. მე მჯერა მისი. მწამს გაბრიელი დამეხმარება და ძმაო შენ შემოგევლე, სადაც საქართველოა იქ მე და ჩემი გაგება!

არ ვარ ადამიანთმოძულე პიროვნება, მაგრამ ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან ტკივა. უზომოდ ტკივა ეს ყველაფერი...

იქნებ მაინც თუნდაც ერთხელ...

დავფიქრდეთ რა ხდება ჩვენ თავს და რატომ...", - წერს თუმანიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს