"სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას", - ასეთია იმ დადგენილების ფორმულირება, სადაც ერთ-ერთ პუნქტში საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალურ დახმარებაზეა საუბარი.
აღნიშნული დადგენილების მიღება, გორის გამგეობის განმარტებით, ოჯახებში სოციალური დახმარების მიღების გამო წარმოქმნილმა კონფლიქტებმა (ძირითადად რძალ-დედამთილებს შორის) განაპირობა.
გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში (მუხლი 11) ვკითხულობთ:
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 (ორასი) ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: