როგორ მიანიჭეს ამ სიძულვილით აღვსილ ფალოსს ნობელის პრემია?! - გამსახურდია ფამუქზე

როგორ მიანიჭეს ამ სიძულვილით აღვსილ ფალოსს ნობელის პრემია?! - გამსახურდია ფამუქზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნობელის პრემიის ლაურეატ თურქ მწერალს ორჰან ფამუქს აკრიტიკებს.

"რა, ჩვენ რომ უღირსებო ერი ვართ, ეს ვიცი და არ მიკვირს... ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი სიტყვების ავტორს კვერცხები მაინც არ ასცდებოდა, განავლიანი ჯოხი თუ არა. მაგრამ, მაინტერესებს, შვედურმა აკადემიამ როგორ მიანიჭა ამ სიძულვილით აღვსილ ფალოსს ნობელის პრემია?! სანამ დაფნის გვირგვინით შეამკობდით ამ ნაძირალას, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებო, ორიოდე სიტყვით გეკითხათ, რას ფიქრობს "ქართველებზე". მაგრამ ალბათ ის მართალი იყო... პროგრესულებო, ლიბერალებო, გამოსულებო, ქსენოფობია ქართველთმოძულეობაზე არ ვრცელდება? მართლაც... ფამუქის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!

P.S. ჰო, რუსთაველს არ ვიცნობო, უთქვამს. კარგი იქნება, თუ ამ გრაფომანს ვინმე აუხსნის, რომ მისი უმეცრებით რუსთაველს არაფერი დააკლდება", - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსებენთ, რამდენიმე დღის წინ ორჰან ფამუქი თბილისს სტუმრობდა. მწერალი საქართველოში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ჩამოვიდა.

მწერალს თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ესწრებოდა.

ორფან ფამუქის ერთ-ერთ რომანში "თოვლი", ერთ პატარა ეპიზოდში, თურქეთში საშოვარზე ჩასული ქართველი ცოლ-ქმარია აღწერილი. ისინი მოხსენიებულები არიან, როგორც წურბელები, ღატაკები და წუწურაქები, რომლებიც გარდა იმისა, რომ არც თავიანთი მორალით გამოირჩევიან, თურქებს "სამუშაო ადგილებს" ეცილებიან.

აი, რა წერია ნაწარმოებში:

"ნახშირისა და ბინძური თეთრეულის სუნით აქოთებულ სარდაფში ჩავიდნენ. კაცი, რომელიც წინ მიუძღოდათ გათბობის ქვაბის გვერდით მუყაოს ცარიელი კოლოფებისა და ბოსტნეულის ყუთებისაგან შეკოწიწებულ კუთხეს მიადგა. იქ სახელდახელოდ მოწყობილ საწოლზე ახალგაზრდა ქალს ეძინა. თეთრი ფითქინა კანი ჰქონდა და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო"- წერს მწერალი, თუმცა ქართველი ქალის სილამაზის აღნიშვნის შემდეგ მის დახასიათებას ამგვარად აგრძელებს:

"იმ ქალს ჭლექი აქვს, მაგრამ მაინც ბოზობს და ქალაქში ჩამოსულ მესაქონლეებსა და ტყავის ვაჭრებთან ცხოვრობს. კაცი კი, დანარჩენი ქართველების მსგავსად, ნახევარ ფასად მუშაობს და შედეგად მუშების ბაზარზე ორმოც წელიწადში ერთხელ გამოჩენილ სამუშაო ადგილს თურქეთის მოქალაქეებს ცხვირწინ აცლის.

ეს ცოლიცა და ქმარიც იმდენად ღატაკები და წუწურაქები იყვნენ, რომ სასტუმროს ფულსაც არ იხდიდნენ, წყლის სამმართველოს უფროსს თვეში ხუთ ამერიკულ დოლარს უკუჭავდნენ და ამ საქვაბეში ცხოვრობდნენ. თურმე ამბობდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახლს ვიყიდით და სიცოცხლის ბოლომდე აღარ ვიმუშავებთო. ყუთებში თურქეთში იაფად ნაყიდ ტყავეულს ინახავდნენ, რომელსაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სარფიანად გაყიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ იყვნენ დეპორტირებულები, "თავიანთ" საქვაბეში დაბრუნებას რაღაც მანქანებით მაინც ახერებდნენ. ამგვარი წურბელები, რომელთა მოშორებას მექრთამე პოლიცია ვერ ახერხებდა, ყარსში სამხედრო ხელისუფლებას უნდა მოესპო", - წერს ფამუქი.

მწერლის ნაწარმოები “თოვლი“ 2004 წელს ნიუ-იორკში 10 საუკეთესო ნაწარმოებთა შორის აღიარეს.

იხილეთ ასევე: დაჩი გრძელიშვილი: დამეკონწიალოს მსოფლიოს ყველა ფამუქი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს