მამაკაცი, რომელსაც სიმსივნემ სახე წაართვა

მამაკაცი, რომელსაც სიმსივნემ სახე წაართვა

ინდოეთში მცხოვრები 35 წლის ჩანა ლალი სიმსივნით იტანჯება. მამაკაცს სახე დეფორმირებული აქვს: სიმსივნე სახიდან მკერდამდეა ჩამოზრდილი. ამის გამო ჩანას უჭირს ჭამა და საუბარი. ის ინდოეთში შტატ უტარ-პრადეში ცხოვრობს და ორი ძმისშვილი უვლის. მამაკაცი სარკეში არასდროს იყურება და სხვების თვალებში სიბრალული, ან შიში რომ არ დაინახოს, გამვლებებს სახეზე არ უყურებს.

"ოპერაციის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მას შემდეგ დავკარგე იმედი, რაც ბოლო პროცედურისას ლამის მოვკვდი", - ამბობს ის.

დაბადებისას ჩანას პატარა ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მისი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო, შესაბამისად, ექიმებისთვის არ მიუმართავთ. ის ექიმთან მხოლოდ 8 წლის ასაკში მიიყვანეს. ჟურნალისტებთან ბავშვობას გულისტკივილით იხსენებს.

"ვიცოდი, რომ სახეზე რაღაც საშინელება მჭირდა. თანატოლები ჩემს დანახვაზე ყვირილით გარბოდნენ. როდესაც დედასთან ატირებული მივედი, მკაცრად მითხრა, რომ საშიში შესახედაობა მქონდა. ამ დღის შემდეგ ბავშვებისთვის ჩემთან თამაში აღარასდროს მითხოვია", - ამბობს ჩანა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს