"ყველაზე კარგი სოლიდარობაა ესაა, არ დაიმსახურო კომპლიმენტი და ისე იფიქრო სხვაზე" - ნათია ფანჯიკიძე დაუნის სინდრომით დაავადებულებზე

"ყველაზე კარგი სოლიდარობაა ესაა, არ დაიმსახურო კომპლიმენტი და ისე იფიქრო სხვაზე" - ნათია ფანჯიკიძე დაუნის სინდრომით დაავადებულებზე

თავდაცვის მინისტრის მეუღლემ, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციაში მიიღო მონაწილეობა და ამ სენით დაავადებულ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"დღეს არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ამ დღის სიმბოლო - ამოტრიალებული წინდა, - ქრომოსომას აღნიშნავს. ზოგს არ უყვარს თარიღები, სპეციალური დღეები. მე მიყვარს, რადგან ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულებს გვახსენებს რაღაცას კონკრეტულს და წამით მაინც გვაფიქრებს ამაზე. როგორ ცხოვრობენ, რას გრძნობენ, რა სწყინთ, რა უხარიათ... სიცოცხლის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას ერთი მთავარი ბედნიერება ახლავს: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეუძლიათ რომ ვუყვარდეთ და შეუძლიათ გამოიწვიონ ჩვენში სიყვარული. სამყაროს მთელი ღირებულება ესაა და ამაზე მეტი არც არაფერია ღირებული. სოლიდარობის აქციაში მეც ჩავერთე, ოღონდ ისეთი უშნო გამოვედი ფოტოზე, რომ ჯერ ვიფიქრე, ქალები ნემსის ყუნწში ძვრებიან, რომ ლამაზები გამოჩნდნენ და მე ჩემი ხელით და ნებით ეს საშინელება როგორ გავაზიარო-თქო, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაზე კარგი სოლიდარობაა ესაა, როცა არ გეშინია იყო უშნო, არ დაიმსახურო კომპლიმენტი და ისე იფიქრო სხვაზე, რომ ცენტრში არ გყავდეს დაყენებული საკუთარი თავი. რომ ეს ყველაფერი პირობითობაა, ისევე როგორც ქრომოსომები, რომელიც ბოლოსდაბოლოს დაუნის სინდრომის მქონე პირებს ჩვენზე მეტი აქვთ, ნაკლები კი არა და ალბათ ამიტომაც აქვთ ერთით მეტი ღირსება - არ შურთ, არ სძულთ, არ მტრობენ სამყაროს...", - წერს ფანჯიკიძე.

21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების ინფრომირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა.

სოციუმს მწირი და ხშირ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია აქვს შეზღუდული შესაძლებლობის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა შესახებ.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიმეგობროთ" და "დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი ჩვენი ბავშვების" ეგიდით გაიმართება აქცია სახელწოდებით - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს