ნანუკა ჟორჟოლიანი - დედას გეფიცებით, დაბოლილი არ ვარ

ნანუკა ჟორჟოლიანი - დედას გეფიცებით, დაბოლილი არ ვარ

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერეკლე კოდუას საქმეზე მოწმის ჩვენებიდან ამონარიდს აქვეყნებს.

"ფილარმონიის მიმდებარედ მივდიოდი რა დროსაც ორმა მამაკაცმა შემაჩერა, ამიხსნეს რომ პოლიციელები იყვნენ და ნარკოლოგიურში უნდა გადავეყვანე, ვინაიდან მე მქონდა მოხმარებული მცირეოდენი მარიხუანა შევშინდი და ვთხოვე არ წავეყვანე მათ პოლიციაში რადგან დამიდგინდებოდა ნარკოტიკების მოხმარება. ერთ ერთი იყო ჯმუხი მამაკაცი 30-35 წლის. მან ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ნარკოლოგიურში არ გადამიყვანა მაგრამ მითხრა რომ ჩემზე გააფორმებდნენ ორ ჯიპს. ვინაიდან მე მათთან ვალში ვიყავი და თან მეგონა უკანონოს არაფერს ჩავდიოდი ეს ჯიპები ჩემზე გადმოვიფორმე " ამონარიდი ერეკლე კოდუას საქმეზე მოწმის ჩვენებიდან.

P.შ. ეს ან ჩვენების მიცემის დროსაც მაგარი დაბოლილი იყო, ან ის ორი ჯმუხი პოლიციელი იყო მაგარი მოწეული:)))

აქამდე ვიცოდი რომ სოდი აკავებდა, "დებდა", "ტენიდა ნარკოტიკებს" ან "ახევდა მაქნანებს". ეხლა ისეთი რამ გავიგე რამაც მეც კი გამაკვირვა:))) დედას გეფიცებით, დაბოლილი არ ვარ:)))", - წერს ტელეწამყვანი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა. კოდუასთვის ბრალის წარდგენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ: აპირებს თუ არა ერეკლე კოდუა საქართველოში დაბრუნებას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს