სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება სამოქალაქო კონფრონტაციის დაწყებას ნიშნავს - პირველი რეაქცია "ნაციონალებიდან"

სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება სამოქალაქო კონფრონტაციის დაწყებას ნიშნავს - პირველი რეაქცია "ნაციონალებიდან"

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, 27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობიდან" პირველი, ვინც საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, ნუგზარ წიკლაური იყო, რომელიც Facebook-ზე წერს:

Facebook/ ნუგზარ წიკლაური:

"პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვებზე დაბარება ნიშნავს დიდი სამოქალაქო კონფრონტაციის დაწყებას საქართველოში.

რუსი ოლიგარქის მთავრობის მიზანია მიშას საერთაშორისო ანტირუსული აქტივობის შეზღუდვა. ხელისუფლება მოქმედებს პირდაპირ პუტინის მითითებით.

შეწყალების უფლების გამოყენების გამო პრეზიდენტის დევნა განსაკუთრებით ცინიკურია რუსი აგენტების შემწყალებელთა და სინდისის პატიმრებად გამომცხადებელთა მხრიდან."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს