5 საკვები, რომელიც სახეზე გამონაყარს აქრობს

5 საკვები, რომელიც სახეზე გამონაყარს აქრობს

ყოველი მესამე გოგონა აკნეთი იტანჯება. გთავაზობთ საკვების ნუსხას, რომელიც ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში, შესაშური სახის კანით დაგაჯილდოვებთ.

1. წითელი "ბულგარული" წიწაკა: 1 წითელი წიწაკა (Red bell peppers) 100%-ით შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინს C-ს. წითელი წიწაკა საუკეთესოა აკნეს საწინააღმდეგოდ, ნაოჭებთან საბრძოლველად და კანს სისხლის მიმოქცევაში ეხმარება. დროა წითელ წიწაკას მაცივარში საპატიო ადგილი დაუთმოთ.

2. შავი შოკოლადი: თუ გსურთ, ლამაზი სახის კანი გქონდეთ ყოველ დღე შავი შოკოლადი მიირთვით. თუმცა, იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანი ფილა შეჭამოთ და თუ ადრე მარტო გამონაყარი გაწუხებდათ, ახლა წონის პრობლემაც დაიმატოთ. პატარა ნატეხი შავი შოკოლადი კანს სიკაშკაშეს შემატებს. ის მდიდარია ანტიოქსიდებით.

3. ორაგული: ორაგული სტრესის, მღელვარებისა და დეპრესიის მტერია. შესაბამისად, ქალების მეგობარიც, რადგანაც სახის კანზე შესანიშნავად ზრუნავს. ორაგული შეიცავს ვიტამინ D-ს, რომელიც თქვენი გულის, ძვლებისა და ტვინის ჯანმრთელობის სადარაჯოზეა.

4. მწვანე ჩაი: მწვანე ჩაი იდეალურია როგორც სახის კანისთვის, ასევე წონაში დასაკლებად. ებრძოლეთ ყოველდღიურ სტრესს დღეში 3 ფინჯანი მწვანე ჩაით.

5. სტაფილო: სტაფილო სასარგებლოა როგორც სახის კანისთვის, ასევე თვალებისთვის. სტაფილო მდიდარია A ვიტამინით.

აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი პროდუქტი და სახის კანის პრობლემებსაც დაემშვიდობეთ.

მომზადებულია amerikanki.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს