ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი სიმპატიური მამაკაცი ცხოვრობს (+ 7 ფოტო)

ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი სიმპატიური მამაკაცი ცხოვრობს (+ 7 ფოტო)

მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ და სიმპატიურ მამაკაცებად უკვე მერამდენედ იტალიელები დაასახელეს.

ქალები ამბობენ, რომ იტალიელ მამაკაცს აქვს შარმი, რაც არც ერთ სხვა ეროვნების კაცს ასე მოჭარბებულად არ გააჩნია. რა გასაკვირია, რომ მაღალი, დაკუნთული, გარუჯული და შავგვრემანი იტალიელები ქალების გულს იპყრობენ.

გამოკითხვაში - "კაცური სილამაზე" 10 000 კაცი და ქალი მონაწილეობდა. გამოკითხვა 12 ქვეყანაში: ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, მალაიზიაში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთში, ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა. 

გამოკითხვის მიხედვით, ქალებისთვის კაცის გარეგნობასთან ერთად მნიშვნელოვანია ჰიგიენა. მეორე მთავარი მოთხოვნა ნდობაა. ამასთან, კაცების დიდ ნაწილს გაახარებს ის ამბავი, რომ მელოტი თავი გამოკითხული ქალებისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და სხვა ყველაფერი თუ რიგზე იქნება, თმის სიხშირით არავინ დაინტერესდება.

ქვეყნები, სადაც 60 წელს ზემოთ ასაკოვანი სიმპატიური კაცები ცხოვრობენ არის: ამერიკა, ჩინეთი, საბერძნეთი და მალაიზია. ქალების აზრით, იტალიის შემდეგ მასიურად სიმპატიური კაცები აშშ-ში, რუსეთსა და ბრაზილიაში ცხოვრობენ. გამოკითხულთა აზრით, ესპანელი კაცები ქალებთან შედარებით გაცილებით გემოვნებით იმოსებიან. მამაკაცებმა ფრანგ და ავსტრალიელ ქალებს "საუკეთესო ღიმილის" ტიტული მიანიჭეს. გამოკითხვა კვლევითმა ორგანიზაცია Synovate-მ ჩაატარა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია canada.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს