არ გადააგდოთ და არ გააჩუქოთ ფოტოები - საგნები, რომლებზეც ჯადოები მზადდება

არ გადააგდოთ და არ გააჩუქოთ ფოტოები - საგნები, რომლებზეც ჯადოები მზადდება

ჯადოების, შელოცვების, ავი თვალის ბევრს სჯერა. ადამიანთა გარკვეული კატეგორია, მათ შორის რელიგიური ხალხიც, ამას ცრურწმენას უწოდებს და ადამიანებს ურჩევს, ნაკლებად მისდიონ მსგავს რამეებს.

თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ გარშემო მკითხავები, ჯადოქრები თუ მაგები მომრავლდნენ და ათასგვარი ჯადოს გაკეთებაზე თუ პირიქით, ჯადოს მოხსნაზე მუშაობენ. ასე რომ, ეს მასალა მათთვისაა, ვისაც ჯადოების სჯერა.

თურმე, ფოტოსურათები განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს, რადგან ეს სულაც არ ყოფილა უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი, არამედ მასზე თქვენ შესახებ ინფორმაცია და თქვენი ენერგეტიკაა აღბეჭდილი, რაც შეიძლება არაკეთილისმსურველმა გამოიყენოს. ხანდახან ერთადერთ ფოტოს მთელი ცხოვრების შეცვლაც შეუძლია.

ავი თვალი და ფოტო

გარკვეული პერიოდის წინ მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ახალგამოჩეკილი ოთხი წიწილა ფოტოზე აღბეჭდეს, მერე კი საგანგებო ნიშნები გაუკეთეს ზურგებზე, რომ მოგვიანებით ერთმანეთისგან განესხვავებინათ. ამის შემდეგ სამი წიწილის ფოტო გვერდზე გადადეს, მეოთხესი კი გაამრავლეს და ნაცნობ-მეგობრებს დაურიგეს.

ფოტოსთან ერთად ნაცნობები დაარიგეს: თუ ცხოვრებაში რაიმე პრობლემა ექნებოდათ ან უბრალოდ მოწყენილები იქნებოდნენ, ყურადღებით დაკვირვებოდნენ ფოტოზე გამოსახულ ყვითელ არსებას და ფიქრებით ეცადათ, ამ წიწილისგან აეღოთ ძალები.

შედეგად, ექსპერიმენტის "მსხვერპლად" ქცეული წიწილა ყველას თვალწინ შეიცვალა. ცუდად ვითარდებოდა, სხვებს ჩამორჩებოდა, ბოლოს ძალიან მოდუნდა, ნაკლებს მოძრაობდა და ცოტა ხანში მოკვდა კიდეც.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ექსპერიმენტი შესანიშნავი ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება ფოტოსურათის მეშვეობით ენერგეტიკული პოტენციალის გარღვევა და გამოწოვა. ექსტრასენსთა აზრით კი, ფოტოს "გათვალვა" ძალიან იოლია. ძირითადად, გათვალვა შეუძლია შურიან ან გაბრაზებულ ადამიანს. თქვენი ფოტო რომ დაიცვათ, მასზე რაიმე წარწერა გააკეთეთ.

თუ ფოტოს საჩუქრად აძლევთ, წააწერეთ რაღაც ასეთი: "სამუდამო მეგობრობის ნიშნად" ან სხვა. ეს დაგეხმარებათ გათვალვის თავიდან აცილებაში. თუმცა არა ჯადოს მოცილებაში.

ჩვეულებრივ ადამიანს ხომ ქვეცნობიერად, უნებურადაც შეუძლია გათვალვა ან დაწყევლაც კი, ჯადოს გაკეთება კი მხოლოდ მაგებს ხელეწიფებიათ, რომლებიც შესანიშნავად ერკვევიან ბედის განვითარების წესებში. რაც უფრო სუსტია ადამიანი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, მით უფრო იოლია მისი მოჯადოება და მით უფრო დრამატული იქნება მასზე შელოცვის მოქმედება.

თურმე, ფოტოსურათზე გაკეთებული ჯადო ადამიანის აურაში გადადის, რადგან ადამიანსა და მის ფოტოს შორის გარკვეული ენერგეტიკული კავშირი არსებობს. ნურასდროს ნუ გადააგდებთ ფოტოებს, მით უმეტეს, სახლის გარეთ. ალბომებში ან კოლოფებში შეინახეთ. ნუ აჩუქებთ ფოტოს ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს და ნურც ყოფილ ცოლებსა და ქმრებს დაუტოვებთ. თქვენ ხომ არ იცით, როგორი პარტნიორები ეყოლებათ მათ მომავალში და რამდენად ეჭვიანები იქნებიან ისინი.

იხილეთ სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს