შალვა რამიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობას ტოვებს

შალვა რამიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობას ტოვებს

შალვა რამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. ინფორმაცია, რომელიც ორი დღის წინ გავრცელდა, რამიშვილმა დღეს, Facebook-ში საკუთარი პოსტით დაადასტურა.

"ძვირფასო მეგობრებო, უკვე სამ თვეზე მეტია ველაპარაკები ერთ-ერთ ტელევიზიას ამ უკანასკნელის ეთერში შოუს გაკეთებს თაობაზე. თვის ბოლოს ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გავაფორმებ. მანამდე კი ადმინისტრაციაში ვარ დაკავებული მიმდინარე საქმეების დამთავრებით.

P.S. ეს გადაწყვეტილება არაა დაკავშირებული პოლიტიკურ სიტუაციასთან. უბრალოდ ვუბრუნდები იმ ხელობას, რომელიც ჩინოვნიკობაზე უკეთ გამომდის. ამასთან, ვრჩები პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარდამჭერად და გულშემატკივრად", - აცხადებს რამიშვილი.

არსებული ინფორმაციით, შალვა რამიშვილი გადაცემას "იმედზე" წაიყვანს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს