მოდელი, რომელსაც გადაღებისას უკანალი დაულურჯეს, Playboy-ის უჩივის

მოდელი, რომელსაც გადაღებისას უკანალი დაულურჯეს, Playboy-ის უჩივის

მოდელი ელიზაბეტ დიკინსონი კომპანია Playboy Enterprises-ს დუნდულზე მიყენებული ტრავმის გამო უჩივის. ფიზიკური დაზიანება გოგონამ 2 წლის წინ, ერთ-ერთი ფოტოსესიის მსვლელობისას მიიღო, კომპენსაციის სახით კი დღეს 500 000 დოლარს ითხოვს.

სარჩელში ნათქვამია, რომ დიკინსონი დიჯეი კევინ კლაინის გამო დაშავდა. ფოტოსესიის სცენარის მიხედვით, მოდელს დუნდულებს შორის გოლფის ბურთი უდევს, რომელსაც კევინი გოლფის ჯოხით "გაისვრის". კლაინმა გადაღებების დროს მართლაც მთელი ძალით "გაისროლა" და ჯოხი მოდელის უფაქიზეს სხეულის ნაწილს მწარედ მოხვდა...

მომხდარის შედეგად გოგონას დუნდულებზე იმხელა ჰემატომა განუვითარდა, რომ იძულებული გახდა საქმიანობას და, შესაბამისად, ჰონორარს, რამდენიმე თვით დამშვიდობებოდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს