ინდოეთში რესტორანი სასაფლაოზე ააშენეს, აქ მაგიდები და ბარი საფლავებს შორისაა განთავსებული.
რესტორანი სახელად - "ახალი იღბლიანი რესტორანი" ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში, ძველ სასაფლაოზე მდებარეობს. დაწესებულების მეპატრონე კრიშან კუტია. მიუხედავად იმისა, რომ გემრიელი სადილი ცხედრების გვერდით უნდა მიირთვან, რესტორანი კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის. დაწესებულების სტუმრები არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ასაკოვანი ადამიანები.
"სასაფლაოს იღბალი მოაქვს. საფლავები ისევე დავტოვეთ, როგორც იყო. ყოველ დილით, ვიდრე სტუმრები მოვლენ, დამლაგებლები ინტერიერის მოწესრიგებასთან ერთად, საფლავებსაც უვლიან და ახალი ყვავილებით რთავენ. დღეს გარდაცვლილების პატივისცემით ვიწყებთ. გარდაცვლილთა პატივისცემა მნიშვნელოვანია", - ამბობს რესტორნის მეპატრონე.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.