ჩინეთში, პროვინცია იუნანში საბავშვო ბაღებს შორის არსებულმა კონკურენციამ სავალალო შედეგი გამოიღო.
საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი მას შემდეგ დააკავეს, რაც ვირთხის საწამლავით დაბინძურებულმა წყალმა პატარები მოწამლა. 76 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქედან 2 პატარა გარდაიცვალა.
თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მასიური დაწამვლის მიზეზი ტკბილეული იყო, რომელიც პატარებს გაუნაწილეს. თუმცა, მოგვიანებით ტესტებმა აჩვენა, რომ ტკბილეული არაფერ შუაშია, რადგანაც 2 გარდაცვლილ პატარას, 4 წლის იანგ ზისა და 5 წლის ჟოუ იულინს ტკბილეული არ უჭამიათ.დეტექტივებმა Xiyangyang-ის საბავშვო ბაღის მენეჯერი ჰე ფენგი დააპატიმრეს. დაკითხვაზე მენეჯერი თავს დამნაშავედ არ სცნობდა. როგორც პოლიციის ოფიცრებმა განაცხადეს, არალეგალური ვირთხის საწამლავი - TETS საბავშვო ბაღის წყალმომარაგებაში განზრახ გაურიეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.