რა უნდა ვიცოდეთ საკვებზე ალერგიული რეაქციების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ საკვებზე ალერგიული რეაქციების შესახებ

ალერგიული რეაქციებისადმი ბავშვის მიდრეკილება უამრავი მშობლისთვის წარმოადგენს პრობლემას. საკვების შერჩევისას, მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

თუ ერთი მშობელი მაინც ალერგიულია ანუ ბავშვი ალერგიისადმი გენეტიკურად არის განწყობილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ბავშვებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა.

ძროხის რძეს მოსდევს ფრინველის კვერცხი - მისი ცილაც ალერგენია. იგი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ნაწლავებში დიდხანს ინარჩუნებს ანტიგენურ თვისებებს და ფერმენტ ტრიფსინს ბოჭავს. კვერცხის გულს ცილასთან შედარებით სუსტი ალერგიული თვისებები აქვს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი ჩვილებისთვის მოხარშული კვერცხის გულის მიცემა და არა ცილისა. არცთუ იშვიათად ქათმის კვერცხის აუტანლობა ქათმის ხორცისა და ბულიონის აუტანლობასთან არის შერწყმული.

ჩვილ ბავშვებში ალერგია შესაძლოა დედის რძემაც გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში, თუ დედა ალერგიულ პროდუქტს თავად მიიღებს.

ხშირია მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის, ჭვავის, ქერის, სოიოს მიმართ ალერგიის შემთხვევები.

მიიჩნევა, რომ ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად თევზი იწვევს, ამიტომ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კვებითი ალერგიის სიმპტომები აქვთ, მას არ აძლევენ. თევზის ალერგენები თერმოსტაბილურია და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. ზღვის თევზის მიმართ ალერგია უფრო ხშირია, ვიდრე მდინარის თევზის მიმართ. ამასთანავე, თევზის ცილისადმი მგრძნობელობა ასაკთან ერთად არ მცირდება და მოწიფულ ასაკშიც შეინიშნება. გარდა თევზისა, ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ხიზილალამ, კიბორჩხალამ და ზღვის სხვა პროდუქტებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, თევზის სუნმაც კი. წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა კვებითი ალერგენების მიმართ. შეინიშნება ჯვარედინი რეაქციებიც.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს