6 რამ, რაშიც დროს ტყუილად ვხარჯავთ

6 რამ, რაშიც დროს ტყუილად ვხარჯავთ

ადამიანები ხშირად დროს ისეთ რამეში ვხარჯავთ, რაც არ გამოსწორდება ან არ შეიცვლება. წარმოგიდგენთ ადამიანურ თვისებებს, რომელიც დროს გვაკარგვინებს.

1. რამის გამოტოვების შიში - თუკი თქვენ იმაზე წუხართ, რომ, როცა სადღაც რაღაც ხდება, შეიძლება გამოგრჩეთ, თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვინც ამას განიცდის. ყოველთვის იქნება რაღაც, რასაც გამოტოვებთ, ამიტომ თავიდან ამოიგდეთ ამაზე ფიქრი, ეს დროს ფუჭად გაკარგვინებთ.

2. როგორ ავირიდოთ ტკივილი და დამარცხება - ნუ მოახდენთ სიტუაციის დრამატიზებას, ტკივილი და მარცხი სამომავლოდ, თქვენი პიროვნული ზრდისთვის აუცილებელიც კია.

3. მიჯაჭვულობა იმაზე, რაც უკვე არ არსებობს -  გათავისუფლდით წარსულისგან, უნდა შეეშვათ წარსულზე ფიქრს, ეს თქვენ წინსვლაში ხელს გიშლით.

4. სხვა ადამიანად ქცევის მცდელობა -  ყველაზე რთული ბრძოლა, რომელშიც კი მონაწილეობა მიგიღიათ, არის - იყოთ ის რაც ხართ. ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი თავის პოვნას, თუკი გამუდმებით იმის მცდელობებში ვიქნებით, რომ ვიღაც სხვა ადამიანად გარდავიქმნათ.

5. საკუთარი თავის გაკიცხვა - ნუ იქნებით საკუთარი თავისადმი მკაცრი, ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, ეს თქვენს ნაცვლად გააკეთოს. უთხარით თქვენს თავს შემდეგი სიტყვები: ”მე ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც ამ მომენტში შემიძლია”. გიყვარდეთ საკუთარი თავი თქვენი შეცდომებიანად  და იამაყეთ იმით, რასაც აკეთებთ.

6. გაუთავებელი ლოდინი - საკმარისია ხვალინდელი დღის ლოდინი, ვერასდროს დააბრუნებთ დღევანდელ დღეს უკან. არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთეთ წარსულში. ის ფაქტი, რომ არსებობთ, უკვე გაქცევთ პატივისცემის ღირსად, ცხოვრება არც ისეთი ხანგრძლივია, რომ ის თავის მართლებაში გალიოთ. დაიწყეთ დღევანდელი დღიდან - გადადგით გაბედული ნაბიჯი წინ. თუკი არ ხართ დარწმუნებული, რომელი გზა აირჩიოთ, ენდეთ თქვენს გულის ხმას.

მომზადებულია www.cluber.com.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს