ღირსეული ქართველი ირმა ინაშვილი, "მედიის ბერი" დავით აქუბარდია და "ფსიქოლოგიის ბერი" რამაზ საყვარელიძე - მოროშკინა "კინოს სახლთან" დაპირისპირებაზე

ღირსეული ქართველი ირმა ინაშვილი, "მედიის ბერი" დავით აქუბარდია და "ფსიქოლოგიის ბერი" რამაზ საყვარელიძე - მოროშკინა "კინოს სახლთან" დაპირისპირებაზე

სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "კინოს სახლთან" გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ირმა ინაშვილს ესარჩლება.

"დაღამდა მძიმედ! დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს და ღირსეულ ქართველებს ირმა ინაშვილს, სოსო მანჯავიძეს და ჩემს "მედია-ობიექტივს"!!!

როდესაც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ წყეულ "9-წლიანში" - ეს იყო ომი ბოროტსა და კეთილს შორის. დღეს კი ბრძოლა კეთილსა და გარდაცვლილ, დრომოჭმულ, ზომბირებულ არსებად დაბრუნებულ უსულო არსებებს შორის გაჩაღდა!

ამ დროს თურმე ძალიან ეფექტური ყოფილა ჯვარი და ხის შუბი. პრინციპში, ორივე მუდამ თან გვაქვს!

ირმა, სოსო, ჩემო კარგებო ესეც გაივლის... ესენიც ჩაირეცხებიან, და იმ ფეკალურ მასებს შეუერთდებიან, რომლის სათავეც სულ მალე "გაწითელცირკულარდება"!!!

საღამოს სასიამოვნო დასასრული სხვა მეგობარი არხი გახლდათ..

რა არის ამ უსასრულო მედია სივრცეში პერიოდულად ძალიან სასიამოვნო, რომელიც მალამოსავით ედება ნაჯიჯგნ სულს?

ის, რომ ხევისბერობა არ მომკვდარა! "კავკასიაზე" "მედიის ბერი" დავით აქუბარდია და "ფსიქოლოგიის ბერი" რამაზ საყვარელიძე ისე... თავს მოხვევის გარეშე ასწავლიან საზოგადოებას, რომ ახალი თაობა, სტუდენტები - ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა, რომ მედიის წინააღმდეგ გალაშქრება - იმთავითვე წამგებიანია... ჩემი მედია-გურუები...

მოკლედ მაინც ყველაფერი კარგად არის! ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!!!

"ორგსტეკლოს" ვარსკვლავები მალე ქრებიან...

ჭეშმარიტება - მარადიულია!!!", - წერს მოროშკინა.

შეგახსნებთ, გუშინ კინოს სახლში, "ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში", "ევრაზიის ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება ინციდენტების ფონზე წარიმართა. კინოს სახლში იუგოსლავიის დაბომბვის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლის პარალელურად, შენობის გარეთ "ევრაზიის ინსტიტუტის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით აცილებდნენ "კინოს სახლში" ფილმის სანახავად მისულ აუდიტორიას.

სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ირმა ინაშვილსაც. ჟურნალისტის თქმით, მიზეზი მისთვის გაუგებარია, რადგან მისი თქმით, არა კინოჩვენებაზე დასასწრებად, არამედ სამსახურში, "ობიექტივის" ოფისში მიდიოდა, რომელიც "კინოს სახლის" შენობაში მდებარეობს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს