5 საკითხი, რომელიც ქალის გულის დაპყრობაში დაგეხმარებათ

5 საკითხი, რომელიც ქალის გულის დაპყრობაში დაგეხმარებათ

ქალის გულის მოგება ძნელია და მისი ყველა სურვილი რომ დააკმაყოფილოთ, ამისთვის ძლიერი ნერვებია საჭირო. გთავაზობთ 5 საკითხს, რომლის დახმარებით ქალებს ადვილად მოხიბლავთ:

1. გაარკვიეთ, რა არის ქალისთვის მნიშვნელოვანი: პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა არის თქვენი პარტნიორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც აუხსნით, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა და მის შესახებ მეტის გაგება გსურთ, საღამოს დაქალებთან იტყვის, რომ თქვენი სახით იდეალური სულიერი პარტნიორი იპოვა.

2. შეაქეთ მისი გარეგნობა: ყველა ქალს ახარებს კომპლიმენტი - ზოგიერთი შესაძლოა, თავს ისე გაჩვენებდეთ, თითქოს კომპლიმენტები მოსწყინდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ყველა გოგონას ახარებს, როდესაც მის ახალ კაბას, ან ვარცხნილობას ამჩნევენ.

3. უთხარით, რომ ძალიან გიყვართ: როდესაც ქალი შეყვარებულია, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი პარტნიორიც მის მიმართ იგივეს გრძნობს.

4. პატიოსნად მოექეცით: ქალის მოტყუება შეუძლებელია და თუ გგონიათ, რომ გოგონას ატყუებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის ყველაფერს ხვდება. თუ პატიოსნად მოიქცევით და ქალს არ მოატყუებთ, ჩათვალეთ, რომ მისი გული დაიპყარით.

5. ჰკითხეთ რამე ხომ არ სჭირდება: ეს ყველა კაცის პრობლემაა - ყველა მამაკაცს ავიწყდება, ჰკითხოს პარტნიორს, სჭირდება თუ არა მისი დახმარება. მერე რა, თუ თქვენს დაუხმარებლადაც გოგონა ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს; მას თქვენი თანადგომა სჭირდება. აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ.

მომზადებულია gistmania.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს