6 მიზეზი, რისთვისაც კიტრის ჭამა ღირს

6 მიზეზი, რისთვისაც კიტრის ჭამა ღირს

შეუძლებელია, ვინმეს კიტრისა და პომიდვრის სალათი არ უყვარდეს. გთავაზობთ 6 მიზეზს, რაც კიტრს შეგაყვარებთ.

1. სხეულს ატენიანებს. თუ დიდი რაოდენობით წყლის დალევას ან ვერ ახერხებთ, ან არ გიყვართ, მაშინ კიტრი მიირთვით. კიტრი სხეულის საუკეთესო დამატენიანებელია, რადგან 90% წყალს შეიცავს.

2. დღიური ვიტამინებით გავსებთ. კიტრში ყველა ვიტამინია, რომელიც კი ორგანიზმს დღის განმავლობაში სჭირდება. კიტრი მდიდარია A B და C ვიტამინით, რომელიც თქვენს იმუნურ სისტემაზე ზრუნავს და ენერგიით გავსებთ.

3. კანს მინერალებით ამარაგებს. კიტრში შემავალი კალიუმი, მაგნიუმი და კრემნიუმი სწორედ რომ თქვენი კანის მეგობარია.

4. წონაში დაკლებაში გეხმარებათ. დაივიწყეთ დაბალპროცენტიანი პროდუქტების ძებნა, რადგანაც ჭარბ წონასთან მებრძოლი საკვები ბაზარში იყიდება. მცირე კალორია და ბევრი რაოდენობით წყალი - კიტრის დიეტა იდეალურია, არც შიმშილს გრძნობთ და არც იმის შიში გაქვთ, თუ რამდენ პროცენტიანი საკვები მიირთვით. კიტრში მხოლოდ 13 კალორიაა.

5. თქვენს თვალებზე ზრუნავს. თუ მთელ დღეს ოფისში, კომპიუტერთან მუშაობაში ატარებთ, დაიდეთ კიტრის ნაჭერი თვალებზე და მოდუნდით.

6. თქვენს თმასა და ფრჩხილზე ზრუნავს. კიტრში შემავალი მინერალი კაჟმიწა თქვენი ჯანმრთელი ფრჩხილებისა და თმების სადარაჯოზეა. ის ზრუნავს, რომ თმა და ფრჩხილი ძლიერი და კაშკაშა გახდეს. ამასთან, კიტრში შემავალი ვიტამინები თმის ზრდას უწყობს ხელს.

მომზადებულია fitnea.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს