"კაცს ასე სიტყვა არამზადა უხდებოდეს ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს" - ცნობილი მწერალი ჟვანიას ცოლზე სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

"კაცს ასე სიტყვა არამზადა უხდებოდეს ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს" - ცნობილი მწერალი ჟვანიას ცოლზე სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

მწერალი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

"როგორც სააკაშვილი ამბობს, ჟვანიას დედას გიულისგან ვერ ანსხვავებს, ... მისი ქალიშვილის წარმატებებით კი საკუთარივით ამაყობს... სამაგიეროდ მეუღლე და ძმა ფულზე დახარბებული წუწკები არიან, რომლებსაც წმინდა არაფერი გააჩნიათ... გულზე ხელი მიდევს და ისე ვამბობ: კაცს ასე სიტყვა არამზადა უხდებოდეს ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს...:( რამდენჯერ დავიფიცე მაგის სახელს აღარ ვახსენებ-მეთქი, მაგრამ არ გამომდის. შეუძლებელია", - წერს მწერალი.

იხილეთ: სააკაშვილი: ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მითხრა, თანხის ამოღება მინდაო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს