ავტორი:

როგორ ეთავსება მშვილდოსანი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინაა მისი საუკეთესო მეგობარი, პარტნიორი და "დაუძინებელი მტერი"

როგორ ეთავსება მშვილდოსანი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინაა მისი საუკეთესო მეგობარი, პარტნიორი და "დაუძინებელი მტერი"
  • ვერძი და მშვილდოსანი

აი, ის წყვილი მსოფლიოს რომ მოივლის ერთად და ერთმანეთი არ მოსწყინდებათ. ძალიან ჰარმონიული წყვილია. ერთმანეთის გვერდით არცერთს უწევს თამაში. ორივე ის არის, რაც არის და თან შესანიშნავად გრძნობენ თავს ერთად. ორივე აქტიურია, ენერგიული, დინამიური, თავგადასავლების მოყვარული, დამოუკიდებელი, უსაშველოდ ოპტიმისტი და ორივე პატივს სცემს ერთმანეთის სხვა ინტერესებსა და საქმეებს. ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან, შთააგონებენ, ახალისებენ და წინსვლისკენ უბიძგებენ. ვერძებს კი უყვართ შეჯიბრი და როგორც კი ძლიერ ხასიათს გრძნობენ, მაშინვე რქებით მიდიან შესასკდომად, მაგრამ მშვილდოსანს ამის არც ეშინია და სერიოზულადაც ვერ აღიქვამს – ანუ ადეკვატური რეაქცია აქვს, ზუსტად ის პოზიცია უჭირავს, როგორიც ვერძთან უნდა დაიჭირო. თქვენ ერთმანეთს აძლევთ ზუსტად იმას, რაც ასე ძალიან გჭირდებათ : პიროვნულ დამოუკიდებლობას და თავისუფალ სივრცეს. თქვე ბედნიერებო!

  • კურო და მშვილდოსანი

სად მიაგენით ერთმანეთს? როგორ არ აცდით გზაში? ან როგორ არ ცდებით? ნამდვილი პარადოქსი. ერთი რომ გააჩერო უნდა დააბა, მეორე რომ აამოძრაო უნდა ბუქსირზე მოიბა. მშვილდოსანი ძალიან აქტიური, თავგადასავლებისმოყვარე არსებაა, რომელიც მუდამ სიახლეების ძიებაშია და კუროსნაირმა შენელებულმა კადრმა შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს, თუმცა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება არც ერთი იყოთ ტიპური მშვილდოსანი და არც მეორე ტიპური კურო. მიუხედავად ამისა, პიროვნულ დონეზე ცოტა გაუგებარი დარჩებით ერთმანეთისთვის (თუმცა შეიძლება ემოციურ დონეზე გესმოდეთ, თუ მთვარეები მაინც გყავთ ჰარმონიაში), მაგრამ ამასაც თავისი “მუღამი” აქვს, როგორც იტყვიან. განსხვავებული ტიპაჟის ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესოა და კომპრომისის შედეგად ყოველთვის ყველაფერი გამოდის!

  • ტყუპები და მშვილდოსანი

ერთი მედლის ორი მხარე. ოპოზიციური წყვილები პარადოქსული წყვილებია, ისინი თან ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, თან საერთოდ გაუგებრები არიან ერთმანეთისთვის. ორივე ცნობისმოყვარეა, აქტიური, სოციალური, უბრალოდ მშვილდოსანი უფრო ფართო მასშტაბებზე გადის, მსოფლიო კულტურა აინტერესებს, როცა ტყუპებს თავი სამაზობლოს ჭორებით შეიძლება ჰქონდეს თავი გამოვსებული. სტანდარტული სიტუაცია გაინტერესებთ? ტყუპები ტელევიზორს უყურებს, მშვილდოსანი ლექციას კითხულობს და ტყუპების უყურადღებობით შეწუხებული ტელევიზორის წინ დგება. ტყუპების რეაქცია: ცოტა გვერდით დადექი და იქედან მეჩხუბე რა, მეფარები. მშვილდოსანი ბარგის ჩალაგებას იწყებს. ტყუპები ეკითხება: სად მივდივართ? მშვილდოსანს იგი ხელახლა უყვარდება.

ისინი პირდაპირები და გულღიები არიან. პირდაპირ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ (ტყუპი უბრალოდ ცოტა უფრო მოქნილია და იუმორის გრძნობასაც იშველიებს) და სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ მოსწონთ ერთმანეთის, მოსწონთ ერთად ყოფნა და ამ ურთიეთობიდან იღებენ ყველაზე მთავარს - თავისუფლებას და თავგადასავლებს.

"ამ დროს წამოწყებული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება და დიდ სიყვარულში არ გადაიზრდება" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 2 ივნისამდე

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც აპრილში სიყვარულში გაუმართლებს