ავტორი:

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული სასწორებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული სასწორებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი
  • სასწორი - ვირთხა

განვითარების შესაძლებლობა გეძლევათ და მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ინტელექტი. ამბიციური ხართ და მაღალი მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. ერთადერთი, რასაც უნდა გაუმკლავეთ, შინაგანი ბრძოლებია. სურვილი გაგიჩნდებათ ყველასგან იზოლირებულად იყოთ. პირად ეჭვებთანაც მოგიწევთ მუშაობა. სწორად წარმართეთ თქვენი საქმეები და იყავით მოტივირებული და მიზანმიმართული. პირად ცხოვრებაში მოდუნება გმართებთ; დაოჯახებულებს სტაბილურობა გელით. შეყვარებულები სერიოზული ურთიერთობის აგებაზე დაფიქრდებით.

  • სასწორი - ხარი

ყურადღება გმართებთ, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მწვანე შუქი აგენთებათ. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან. კოლექტივში კომპრომისს თუ მიმართავთ, კონფლიქტებს მინიმუმამდე დაიყვანთ. პირად ცხოვრებაში კი გვარიანად გაწვალდებით. რომანტიკული ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე უნდა აიყვანოთ, მაგრამ რატომღაც თავს იკავებთ. დაწყვილებულებს თავისუფლება მოგინდებათ, მოგეჩვენებათ, რომ გრთგუნავენ.

  • სასწორი - ვეფხვი

შემოქმედებითი სფერო გახდება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამსახურის საქმეები სტაბილურად გაქვთ და განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი არტისტიზმი, ტალანტები. ზოგიერთმა შეიძლება ხელოვნებაში მოსინჯოთ ძალები. სხვათა შორის, მსახიობური ნიჭის გამოვლენა პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაც გამოგადგებათ. საყვარელი ადამიანი ხშირად დააინტრიგეთ. თუმცა, დრამებს ნუ მოაწყობთ.

  • სასწორი - კურდღელი

წარმატებას რომ მიაღწიოთ, გარშემო ერთგული და მცოდნე ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც თანამდებობის პირია. საქმეები და ვალდებულებები წელს ბევრი გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ სიამოვნებით გააკეთებთ ყველაფერს. რთულ საკითხებსაც მარტივად მოაგვარებთ. დაკვირვებით იმოქმედეთ, გათვალეთ თითოეული ნაბიჯი წინასწარ. იყავით მომართული, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. მარტოხელებმა გამონახეთ დრო ფლირტისთვის, დაწყვილებულებმა კი იმუშავეთ რომანტიკული ურთიერთობის შენარჩუნებაზე.

  • სასწორი - დრაკონი

სოციალურად აქტიური უნდა გახდეთ. გარშემო მყოფებს თქვენი დახმარება სჭირდებათ და უარს ნუ ეტყვით. გაიზრდება თქვენი ნაცნობების სია. ხანდახან ისე იქნებით ვალდებულებებით დატვირთული, რომ ყველაფრისგან გაქცევა და სიმშვიდეში განმარტოება მოგინდებათ. ზოგიერთმა შეიძლება შინიდან გადაწყვიტოს მუშაობა. მატერიალური სფერო სტაბილურად გაქვთ. შეგეძლებათ ბინის რემონტი, ან სახლის მშენებლობა. მეუღლესთან იდილიური გარემო უნდა შეიქმნათ. მარტოხლებს საინტერესო შეხვედრები კი გელით, მაგრამ საქმეების გამო შეიძლება ვერ მოიწყოთ პირადი ცხოვრება.

  • სასწორი - გველი

ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა მოგეცემათ. დაიცავით ბალანსი პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის. კოლეგებთან ერთად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და არ იზარმაცოთ. ხშირად მოგიწევთ სხვის გაფუჭებული საქმეების გამოსწორებაც. თვისუფალი დრო შემოქმედებითი ტალანტების განვითარებას დაუთმეთ. შეხვდებით საინტერესო ადამიანებს. პირად ცხოვრებაში დიპლომატიურად მოგვარეთ უსიამოვნებები. რომანტიკული გარემო შექმენით ოჯახში. შეყვარებული დაქორწინებას გადაწყვეტენ.

  • სასწორი - ცხენი

პროფესიულ სარბიელზე მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. დაკვირვებას ჯერ არავისთვის მოუტანია ზიანი. გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად არავინ გთხოვთ, მაგრამ ძალიანაც ნუ გააჭიანურებთ. დაუმტკიცეთ კოლეგებს, რომ აკურატული თანამშრომელი ხართ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას: მყარი გარანტიები გჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ქორწინებას არ აღიარებთ, პარტნიორისგან სერიოზულობას მოითხოვთ. დელიკატურად აუხსენით პარტნიორს თქვენი სურვილები.

  • სასწორი - თხა

ოლიმპის მწვერვლაზე აღმოჩნდებით. იყავით მზად აღიარებისა და გარშემო მყოფებში წარმატების მოპოვებისთვის. ნებისმიერი შანსი გამოიყენეთ, რომ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. 2021 წელს მოდუნების შესაძლებლობა არ გექნებათ. რაც უფრო მეტად იქნებით კონცენტრირებული და ბეჯითი, მით უკეთესია თქვენთვის. პირად ცხოვრებაში მრავალფეროვნება გელოდებათ. მცირე აზრთა სხვადასხვაობის გამო შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ. იყავით მომართული, რომ შეინარჩუნოთ არსებული კავშირი. მარტოხელებს კი დაწყვილება გელით.

  • სასწორი - მაიმუნი

სამსახურში საქმეები ჩინებულად გაქვთ. გამარჯვება თქვენს მხარესაა და უნდა იაქტიუროთ. კოლექტივში ავტორიტეტს მოიპოვებთ. ხშირად გამოავლინეთ ინიციატივა. უფროსთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, იდეები. ზოგიერთებს სასურველი თანამდებობის დაკავება გელით. მარტოხელები მუდმივ პარტნიორს გაიჩენთ. განსაკუთრებით ისინი, ვინც სახლში არ იჯდებით და გაცნობის ინიციატივას გამოავლენთ. დაქორწინებულებს მყარი და ჰარმონიული ოჯახი გაქვთ.

  • სასწორი - მამალი

მეტად გამოავლინეთ ორატორის თვისებები და ინტელექტუალური შესაძლებლობები. ეს დაგეხმარებათ, მეტი სარგებელი მიიღოთ. გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს უნარს - დროზე თქვათ რაც სათქმელია და ენას კბილი დააჭიროთ, სადაც საჭიროა. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები; იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებით მიიღეთ გადაწყვეტილებები. შანსი გეძლევათ პროფესიულ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ და გამოიყენეთ. ყურადღება გმართებთ საქმიანი შეხვედრებისას. მეტად გამოიყენეთ თქვენი დიპლომატია. საყვარელი ადამიანი ხშირად შეაქეთ, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს; მარტოხელებმა ლამაზი სიტყვებით უნდა მოხიბლოთ მომავალი პარტნიორი. დაქორწინებულებმა მეტად იზრუნეთ ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე.

  • სასწორი - ძაღლი

თუ არ გთხოვენ, არც გააკეთოთ და არც თქვათ. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება რეპუტაცია შეგილახოთ. ყველას გულს მაინც ვერ მოიგებთ და ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, როგორც თქვენთვის იქნება მისაღები. ახლობლებს უნდა დაეხმაროთ, მაგრამ არა საკუთარი თავის დაზარალების ხარჯზე. 2021 წელს გამოგიჩნდებათ ახალი სამსახური. ერთი საქმიდან მეორეზე უნდა შეძლოთ გადართვა. გახშირდება მივლინება. პირად ცხოვრებაში იდილია სუფევს. პარტნიორი გაფასებთ და ცდილობს, გასიამოვნოთ. მარტოხელებმა მეგობრები დაიხმარეთ, რომ დაწყვილდეთ, თუ თავად გიჭირთ არჩევანის გაკეთება.

  • სასწორი - ღორი

მოვლენების ორომტრიალში ისე იქნებით ჩართული, რომ მოსაწყენად ვერ მოიცლით. მოულოდნელი სიურპრიზები გელით, მაგრამ ძირითადად საქმეებს ნუ ჩამოშორდებით. ახალმა ამბებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. მარტოხელები ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით, - ყურადღებიან და მზრუნველ პარტნიორს. დაქორწინებულება მეუღლესთანაც და მის ნათესავებთნაც შეინარჩუნეთ დიპლომატიური ურთიერთობა.

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კუროებისთვის - აღმოსავლური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თხის რქებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ტყუპისთვის - ჩინური ჰოროსკოპი