ავტორი:

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ლომებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ლომებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი
  • ლომი - ვირთხა

ფინანსურ სფეროში სტაბილურობა გელით. რეალური შანსი მოგეცემათ, რომ კარიერულ წინსვლას მიაღწიოთ, დაწინაურდეთ, გააფორმოთ თქვენთვის სარფიანი ხელშეკრულება. ზოგიერთი მიიღებს პრემიას ან ფულს მოიგებს ლატარიაში. სხვათა შორის, ხარი წლის განმავლობაში ხშირად გაგანებივრებთ სიურპრიზებით. თუმცა, ფულს ერთიანად ნუ დახარჯავთ. ზოგიერთი ფულის დაბანდებას გადაწყვეტს. უმეტესობა კი - შვილის გაჩენას. მარტოხელები საბედისწერო შეხვედრისთვის მოემზადეთ.

  • ლომი - კურდღელი

წარმატებული წელი გელით, განსაკუთრებით, ფინანურად; ფულს ჰაერიდანაც კი გააკეთებთ. თუმცა, სარგებელს მხოლოდ შრომისმოყვარე ადამიანები ნახავენ. ნუ უგულებელყოფთ თქვენს ნიჭს. დიპლომატიურად გაუმკლავდით კონკურენტებს. თუ პირადი ბიზნესის დაწყებას აპირებთ, ვერაფერი შეგიშლით ხელს. პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები გელით. ისარგებლეთ შანსით, რათა დატკბეთ სასიამოვნო მომენტებით.

  • ლომი - გველი

წლის მისიაა, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და ისწავლოთ უცხო ენა. ზოგიერთი ერთდოულად რამდენიმე კურსზეც კი ჩაეწერება, ეს ყველაფერი თქვენი წარმატებითვის უნდა გამოიყენოთ. მოემზადეთ მოგზაურობისთვის, საინტერესო ადამიანების გაცნობისთვის. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური სფერო. პირად ურთიერთობაში ჰარმონია დასადგურებს. გაუგებრობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. გადადგით სერიოზული ნაბიჯი - დაქორწინდით. მარტოხელებამ მოიცალეთ, რომ ყველგან ეძებოთ თქვენი მეორე ნახევარი.

  • ლომი - ხარი

სამსახურში ისე იმოქმედეთ, რომ უფროსმა შეგამჩნიოთ და დაგაფასოთ. კოლეგებში კი პატივისცემა დაიმსახუროთ. შრომა მოგიტანთ მატერიალურ კეთილდღეობასაც. ზოგიერთის შემოსავლის წყარო შეიძლება შემოქმედებითი საქმიანობა გახდეს. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით. მეგობრობა კი შეიძლება სერიოზულ რომანში გადაიზარდოს. შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით, გაანებივრეთ სიურპრიზებით.

  • ლომი - ვეფხვი

ფრთხილად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. განსაკუთრებით, თუ ბიზნესით ხართ დაკავებული ან საპასუხისმგებლო თანამდებობა გიკავით. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ფული მხოლოდ სარფიან, საიმედო საქმეებში დააბანდეთ. მუშაობის პარალელურად ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობას, მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით აავსეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა მოგზაურობის დროს გელოდებათ.

  • ლომი - დრაკონი

2021 წელს ბევრი უნდა იმუშაოთ. თუმცა ძალების აღდგენასა და დასვენებასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. თავისუფალი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. ეს დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან. ძალა საკმარისად გექნებათ მსხვილი პროექტების განსახორციელებლად. ეცადეთ, გვერდით ერთგული პარტნიორები გყავდეთ. წელს ხშირად გაგახსენდებათ ფრაზა: "სიყვარულმა ასაკი არ იცის". გამორიცხული არაა, საბედო ასაკით მკვეთრად განსხვავდებოდეს თქვენგან. დაქორწინებულები შვილის გაჩენას გადაწყვეტთ.

  • ლომი - თხა

აღიარება და წარმატება გელით. განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვისი საქმიანობაც შემოქმედებით სფეროსთანაა კავშირში. ახალი იდეების განხორციელება ფულს მოგიტანთ. ნუ მოგერიდებათ თქვენი ნიჭის გამოვლენა გარშემო მყოფები სათანადოდ დაგაფასებენ. მუშაობაში იყავით დაკვირვებული, დროულად შეასრულეთ ვალდებულებები. პირად ურთიერთობაში რომანტიკული განწყობა მოიმატებს. მარტოხელებს მოსაწყენად არ გეცლებათ, საინტერესო შეხვედრები და რომანტიკა გელით.

  • ლომი - მამალი

მუდამ უნდა ეცადოთ, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. წელს ბედნიერებით ტკბობის უამრავი მომენტი გექნებათ. განსაკუთრებით, პროფესიულ საქმიანობაში. ნუ შეგეშინდებათ საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარება. უფროსი სათანადოდ შეაფასებს თქვენს შრომას. ფინანსურ სფეროში უსიამოვნებები არ გელით. ზოგიერთი საკუთარი ბინის მფლობელიც კი გახდება. ნუ დატოვებთ ახლობლებს უყურადღებოდ. მარტოხელებმა რომ არ მოიწყინოთ, ხშირად გადით სახლიდან.

  • ლომი - ცხენი

განსაკუთრებით უნდა მოინდომოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ბევრი უნდა იმუშაოთ. ძალა ძველი გეგმების განსახორციელებლადაც კი გეყოფათ. ხელფასის მომატება, პრემია ან დაწინაურება იქნება კარგად მუშაობის ჯილდო. ზოგიერთი პირად ბიზნეს დაიწყებს; მოძებნეთ კომპანიონები საზღვარგარეთ. უარს ნუ იტყვით სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებაზე. მოემზადეთ შვილის დაბადებისთვის. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა დაქორწინებას გადაგაწყვეტინებთ.

  • ლომი - ძაღლი

პრინციპების ერთგული უნდა იყოთ. ყველა საქმეს მოეკიდეთ პასუხისმგებლობის გრძნობით, იყავით სამართლიანი. დაიცავით საკუთარი უფლებები და ახლობლებისაც. თქვენი სიკეთე შეუმჩნეველი არ დარჩება. 2021 წელი უამრავ სიურპრიზს გიმზადებთ. ფინანსური კეთილდღეობა გელოდებათ. შეიძლება შემოსავლის რამდენიმე წყაროც კი გამოგიჩნდეთ. ერთ-ერთი შეიძლება ჰობიც კი იყოს. წარსულში დარჩება ყველა უსიამოვნება. არც პირადი ცხოვრება იქნება სიურპრიზების გარეშე. დაქორწინებულები გადაწყვეტენ შვილის გაჩენას. მარტოხელები დაწყვილდებიან და დაქორწინდებიან.

  • ლომი - მაიმუნი

რა საქმესაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერში წარმატება გელით. განსაკუთრებით პროფესიულ და ფინანსურ სფეროში. თუ მოინდომებთ, დაწინაურდებით. მეტად გამოავლინეთ ინტელექტი, სწორად წარმართეთ მოლაპარაკებები. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების, პასუხისმგებლობის აღების. გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს. პირადი ბიზნესი შეიძლება მეგობრებთან ერთად გახსნათ. თავისუფალი დრო ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ერთად იმოგზაურეთ, მოაწყვეთ პიკნიკები ქალაქგარეთ. ახალგაცნობილებთან ურთიერთობა სწრაფად და რომანტიკულად განვითარდება.

  • ლომი - ღორი

პოზიტიური ემოციებით, წარმატებით ტკბობის წელი დაგიდგათ. კარიერული წინსვლა, მოგზაურობა, საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობა მოგეცემათ. ბიზნესმენები სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. ერთადერთი გაფრთხილებაა, კარგად გათვალეთ ნიუანსები, რათა არაფერმა შეგიშალოთ ხელი წინსვლაში. მარტოხლებმა შეიძლება რომანი გააბათ ასაკით მკვეთრად განსხვავებულ პარტნიორთან. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლისა და შვილების გვერდით.

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ქალწულებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული სასწორებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კუროებისთვის - აღმოსავლური ჰოროსკოპი