ავტორი:

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მშვილდოსნებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მშვილდოსნებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი
  • მშვილდოსანი - ხარი

წარმატებული თვე დაგიდგათ. ოლიმპისკენ სავალ გზა გადაულახავი შეფერხებები არ გელოდებათ, მხოლოდ წვრილ-წვრილი და ისიც იშვიათად. კარგი წელია მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. კარგად გათვალეთ დეტალები და მომდევნო ნაბიჯები. შედეგებით კმაყოფილი იქნებით, გარშემო მყოფების შექებას და აღიარებას დაიმსახურებთ. ნუ შეუშინდებით რთული ვალდებულებების აღებას. გარისკეთ, გამოგივათ. რაც უფრო მოსიყვარულ და რბილი იქნებით, საყვარელ ადამიანთან, მით მოიგებთ. მარტოხელებმა კი ხშირად მოიწყვეთ საზოგადოებაში გასვლა.

  • მშვილდოსანი - კურდღელი

ნერვიულობის საბაბი არ გაქვთ. წლის აღმოსავლური ტოტემი თქვენ მიმართ გულუხვია, საჩუქრებსა და სიურპრიზებს გპირდებათ. წინა წელს შესრულებული საქმისთვის ჯილდოს წელს მიიღებთ. კაპიტალი გაგეზრდებათ. ფული საკუთარ სიამოვნებაზე და ახლობელების კეთილდღეობაზე უნდა დახარჯოთ. ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. გააუმჯობესეთ არსებული სასიყვარულო კავშირი. თუ ხვდებით, რომ ვერ გაამრთელებთ "ღრმა ბზარებს", განშორება ამჯობინეთ. მარტოხელებს საინტერესო შეხვედრები და თავგადასავლები გელით.

  • მშვილდოსანი - გველი

ბევრი უნდა იმუშაოთ. საკუთარ თავზე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა სახლშიც და სამსახურშიც. იზრუნეთ პირად ჯანმრთელობაზე. მიმართეთ იმუნიტეტის გასაუმჯობესებელ პროცედურებს; დაიმშვიდეთ ნერვები. ზომიერი ვარჯიშიც კარგია. ხშირად დაესწარით წვეულებებს, კულტურულ ღონისძიებებს, სადაც გავლენიან და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. მარტოხელები კი ცხოვრების მეგობარს შეხვდებით. კავშირის გასერიოზულება და გამყარება კი უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

  • მშვილდოსანი - მაიმუნი

წუწუნი არ მოგიწევთ, უამრავ საქმეში გაგიმართლებთ. თუ არ იზარმაცებთ ძველ ჩანაფიქრებსაც კი განახორციელებთ. გახდით ნოვატორი. გამონახეთ ძველი პრობლემების მოსაგვარებელი არასტანდარტული მეთოდები. ნუ გადადებთ ნურაფერს მერესთვის. თუმცა, არც აჩქარება გარგებთ. 2021 წელს ორჯერ უნდა დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყოდეთ. პირად ურთიერთობაში ეგოიზმს უნდა დაემშვიდობოთ. მეტად იყავით ორიენტირებული პარტნიორის კეთილდღეობაზე. მარტოხელები საბედოს შეხვდებიან და ოჯახს შექმნიან.

  • მშვილდოსანი - ცხენი

თქვენნაირ შრომისმოყვარე ადამიანს წელს მწვერვალების დაპყრობა არ გაუჭირდება. აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში. მათ შორის უფროსისა და კოლეგების. თქვენთან თანამშრომლობა მოუნდებათ გავლენიან ადამიანებს. გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს. შემოქმედებითი ადამიანების ცხოვრება იდეებით დატვირთული გახდება. ჰობის შემოსავლის წყაროდ გადააქცევთ. ეცადეთ, სამსახურის საქმეების გამო პირადი ცხოვრება არ დაგიზარალდეთ. ხშირად იყავით ოჯახის გვერდით. გარშემო მყოფები სითბოთი და მზრუნველობით აავსეთ.

  • მშვილდოსანი - ძაღლი

მეტად მიზანმიმართული უნდა იყოთ. ეს დაგეხმარებათ, სასურველი შედეგი მიიღოთ. არ არსებობს რთული ვალდებულება, რომელსაც თქვენ ვერ განახორციელებთ. უარი არ თქვათ წვრილ-წვრილი საქმეების შესრულებაზე. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ნუ იქნებით იმპულსური. იმავეს გეუბნებით ფულის ფლანგვისას. პირად ცხოვრებაში ყველა საშუალება გამოიყენეთ, რომ უკეთესობისკენ შეგეცვლოთ მდგომარეობა. შეყვარებულები დაქორწინებას, შვილის გაჩენას ან საკუთარი ბინის შეძენას შეძლებთ.

  • მშვილდოსანი - ვირთხა

2021 წელს განახორციელებთ ახალ პროექტებს და გაუმკლავდებით იმ ძველ საქმეებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო გადადებული გქონდათ. პოზიტიური წელი გელოდებათ. კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. იყავით ორიენტირებული შედეგზე. ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით ჩანაფიქრების განხორციელებას შეძლებთ. მარტოხელების უმეტესობას შეგიყვარდებათ და თქვენი ცხოვრება რომანტიკით იქნება აღსავსე. შეყვარებულებმა ქორწინებაზე, შვილის გაჩენაზე იფიქრეთ.

  • მშვილდოსანი - თხა

ენერგია საკუთარი თავის წინსვლისთვის უნდა მიმართოთ. იყავით მზად სიახლეებისთვის. შეიძლება დამატებითი კურსების გავლა დაგჭიდეთ, სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, პროფესიონალი და დიპლომატი უნდა გახდეთ. ზარმაცობა გეკრძალებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ჩაერთვებით საინტერესო პროექტებში. იყავით აქტიური სოციალურ სფეროში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან. თუ მოინდომებთ, პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. მარტოხელებს მოსაწყენად არ გეცლებათ, თქვენი მეწყვილე შეიძლება კოლეგა გახდეს.

  • მშვილდოსანი - მამალი

სხვადასხვა სფეროში მოგიწევთ მოღვაწეობა; გაიმრავალფეროვნებთ ცხოვრებას, გაგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. ახლობლები და ნათესავები რთულ სიტუაციაში დახმარების ხელს გამოგიწვდიან. მიმართეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა, რაც დაგიცავთ დეპრესიისა და აპათიისგან. დააბანდეთ ფული თვითრეალიზაციაში. თუ ჯერ კიდევ არ შეხვედრიხართ თქვენს მეორე ნახევარს, ეს წელი საბედისწერო გახდება.

  • მშვილდოსანი - დრაკონი

კარდინალური ცვლილებებისთვის მოემზადეთ. ფულს მოგიტანთ ის საქმე, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ. გამოჩნდება რეალური შესაძლებლობა, რომ შეიცვალოთ საქმიანობა. ენერგიის მოზღვავევას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ, ერთდრიულად რამდენიმე რთულ საქმეს გაუმკლავდეთ. გამონახეთ დრო ჰობისთვის, ის შეიძლება თქვენი შემოსავლის წყაროდ იქცეს. ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებასაც. რეალური შანსი გავქთ, რომ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა შექმნათ.

  • მშვილდოსანი - ღორი

საინტერესო მოველენებით დატვირთული წელი გელით. იყავით მზად შეხვედრებისთვის, საქმიანი შემოთავაზებებისთვის, ახალი პარტნიორებისთვის. გაგიფართოვდებათ ინტერესის სფერო. ზოგ შემთხვევაში უარს ნუ იტყვით ლიდერის როლის მორგებაზე, განსაკუთრებით, როცა მასშტაბური პროექტების რეალიზებაზე მიდგება საქმე. წლის მმართველი ყველა უსიამოვნებისგან დაგიცავთ. თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, მათთან, ვის გვერდითც სულიერ კომფორტს გრძნობთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არსებული სასიყვარულო კავშირი სიამოვნებას აღარ განიჭებთ. უმეტესობა დაცილებას გადაწყვეტს. მარტოხელების ცხოვრებაში კი სასიამოვნო სიახლე იქნება.

  • მშვილდოსანი - ვეფხვი

საინტერესო პროექტების წელი დაგიდგათ. უნდა იშრომოთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. შედეგად, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური შემოსავალი. აქტიურობის წელი გელით ბიზნესმენებს. კარგ შედეგს მიაღწევენ მენეჯერები, პროგრამისტები. იყავით მეტად ამბიციურები და თამამები. პარალელურად გააუმჯობესეთ დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ. იყავით მათ მიმართ მომთმენი. საყვარელი ადამიანის მიმართ კი მეტი მზრუნველობა და სიყვარული უნდა გამოავლინოთ. თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ.

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ლომებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ქალწულებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული სასწორებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი