ავტორი:

7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

7 მაისს სავსემთვარეობას ველოდებით მორიელის ზოდიაქოში. შეიძლება, ეს დღე დაგამახსოვრდეთ, როგორც "ემოციების "ფოიერვერკი. და რატომ? მორიელი ისედაც ემოციური ნიშანია, სავსემთვარეობაზე მომატებულია ემოციები და კიდევ გვაქვს რამდენიმე ფაქტორი, რაც ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად...

სავსემთვარეობის წერტილი ილუზიების, ზღაპრებისა და ტყუილების პლანეტა ნეპტუნთან კარგ კავშირშია, მაგრამ აი, სიყვარულისა და სილამაზის (ფულისაც) პლანეტა ვენერასთან - ჩხუბობს. გარდა ამისა, თავად ვენერა კარგ დამოკიდებულებაშია ენერგიულ მარსთან. აი, ესაა მორიელის ზოდიაქოში სავსემთვარეობის სიუჟეტი, ახლა გავშალოთ თემა:

20 მაისამდე მზე კუროს ზოდიაქოში იმყოფება. ეს არის წელიწადის ყველაზე ლამაზი პერიოდი, როცა ყველა მცენარე იფურჩქნება, ადამიანებს მეტად უყვართ ერთმანეთი და მატერიალურ კეთილდღეობაზეც არანაკლებ ზრუნავენ, ეს ყველაფერი იმის გამო, რომ კუროს ნიშანს ვენერა მართვს. ახლა ეს უკანასკნელი ტყუპის ზოდიაქოში მდებარეობს; ჰაერის სტიქიაში ყოფნისას მსუბუქია და მარტივად შეუძლია ფლირტის გაბმა. ამიტომ, გირჩევთ გამოიყენოთ ეს დრო. თუმცა, აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ვენერა რეტროგრადულობისთვის (უკანამავლი) ემზადება, სვლას დაიწყებს 13 მაისს , ჯერ სტაციონარული (როცა დედამიწის დამკვირვებლისთვის ჩანს, რომ პლანეტა ერთ ადგილზე დგას) იქნება და მერე უკან წავა (ესეც, რა თქმა უნდა, დედამიწის დამკვირვებლისთვის ჩანს ასე).

7 მაისს სავსემთვარეობა გვექნება მორიელის ზოდიაქოს მეთვრამეტე გრადუსში. მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდებიან. აქტიურდება მატერიალური საკითხები (ჩემი ფული, ქონება), რას ვფლობ ან რას მინდა ვფლობდე: მატერიალურსაც და არამატერიალურსაც. ეს კუროს, მეორე სახლის თემაა. ხოლო მორიელი მერვე სახლის თემას განაგებს, გარდასახვას, ტრანსფორმაციას.

ანუ, კითხვის ნიშანი გაჩნდება თემებში სიყვარული და ფული, რას აირჩევთ?

როგორც ზღაპრებში ხდება, რაღაც უნდა გაიღოთ, რომ სასურველი მიიღო, მაგრამ იქნებ შესაძლებელია, რომ ბალანსი დაიცვათ და ორივე შეინარჩუნოთ? მორიელს როგორც ვიცით, 2 პლანეტა მართავს: მარსი და პლუტონი. ეს უკანასკნელი რეტროგრადულია თხის რქის ნიშანში და გვიბიძგებს ტრანსფორმაციებისკენ სამსახურის საქმეებში და ზოგ შემთხვევაში ბედშიც კი. შაბლონებისგან უნდა გათავისუფლდეთ და ის დაინახოთ, რაც ნამდვილად ღირებულია.

ახლა რაც შეეხება ნეპტუნს, ის ინტუიციიდან მინიშნებებს გვაძლევს, ამიტომ დააკვირდით სიზმრებს, მეტაფორებს , ეს საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ, რა ნაბიჯი უნდა გადადგათ. აგრეთვე, კარგი იქნება მედიტაცია. შეინარჩუნეთ შინაგანი ბალანსი, იყავით ჰამონიული საკუთარ თავთან. აგრეთვე, სავსემთვარეობაზე ზომიერება გმართებთ გამონათქვამებში.

ვენერა-ნეპტუნის კვადრატის გამო ზოგიერთს ეს სავსემთვარეობა მეტად გაუმძაფრებს სიყვარულის თემებს. ცრემლის ღვრა და მოწყენილობა აქტუალური იქნება . არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. თუმცა, გირჩევთ, თქვენი განცდები შემოქმედებაში გადაიტანოთ და შექმნათ ლამაზი ნივთები (დაწერეთ ლექსი, მელოდია). აგრეთვე კარგი იქნება, თუ გამოიძინებთ. მოუსმინეთ ლოცვებს, თქვენთვის სასიამოვნო მელოდიებს. კარგია ამ დღეს აბაზანის მიღება, რათა წყალს გაატანოთ ყველაფერი ნეგატიური, დალიოთ სასარგებლო ბალახეულის ჩაი. დასამშვიდელად კარგია არომათერაპიაც. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ მშვიდობიანად გადააგოროთ სავსემთვარეობის ემოციური პიკი და მიხვიდეთ იმ აზრამდე - რა არის თქვენთვის ნამდვილად ღირებული.

უნდა შეგახსენოთ, რომ ვენერა-ნეპტუნის დაპირისპირება უკვე გვქონდა 4 მაისს , გვექნება კიდევ 21-ში და კიდევ ერთხელ ვიგრძნობთ ამ ასპექტის სიმძაფრეს 27 ივლისს . გირჩევთ, მიიღოთ ცხოვრებისეული გაკვეთილი ღირსეულად, გაანალიზოთ საკუთარი თავის მნიშვნელობა და თავაწეულმა გააგრძელოთ ცხოვრება ახალი მიზნების განხორციელებისკენ. რაც მთვარია, მარსი გვაძლევს ძალას, რომ ვიყოთ მიზანმიმართულები, უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ფიქრები და ცხოვრება. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ საკუთარი თავის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, რაღაცის შესწავლა, ლამაზი ნივთების კეთება ან თუნდაც იმიჯის შეცვლა.

  • ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, მორიელებსა და კუროებზე , სადაც იმყოფებიან ერთმანეთს დაპირისპირებული მზე და მთვარე. აგრეთვე, მერწყულსა და ლომზე , როგორც ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენლებზე. შედარებით მშვიდად გაივლიან სავსემთვარეობას თევზები და კირჩხიბი. ხოლო, თუ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები განლაგებული გაქვთ კუროს, მორიელის, მერწყულისა და ლომის ზოდიაქოში, 15-დან 21 გრადუსში, თქვენ მეტი ყურადღება მოგეთხოვებათ. ეცადეთ, მოდუნდეთ, გამოიძინოთ, გაუშვათ თქვენი ყველა დარდი, წყენა და ეცადეთ, არავინ (და არც საკუთარი თავი) არ დაადანაშაულოთ იმაში, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდებოდა. მაგრამ ნათელი გონებით გაერკვიეთ სიტუაციაში და ჩამოყალიბდით, როგორ უნდა განვითარდეთ მომავალში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სავსემთვარეობა ითხოვს ჩვენგან პოზიტიურ ტრანსფორმაციას, განვითარების უმაღლეს საფეხურზე გადასვლას. ეს კი არ გამოვა, თუ წარსულში არ დავტოვებთ ყველაფერ (ადამიანებს, საქმეებს, ფიქრებს) ნეგატიურს.

მშვიდ და ჰარმონიულ სავსემთვარეობას გისურვებთ!

"უნდობლობა, ეჭვიანობა, მესაკუთრეობის გრძნობა - ძალიან შემაწუხებელ სახეს მიიღებს" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 13 მაისიდან 25 ივნისამდე - გამომჟღავნდება წარსული ღალატის ფაქტები, გამოჩნდებიან "ყოფილები"

ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ყველას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის - მომდევნო 18 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის