ავტორი:

"...ეს გააჩერებს ვირუსის გავრცელების ტენდენციას, ხოლო 28 აპრილიდან კლებაც დაიწყება" - რას წერს ასტროლოგი

"...ეს გააჩერებს ვირუსის გავრცელების ტენდენციას, ხოლო 28 აპრილიდან კლებაც დაიწყება" - რას წერს ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ასტროლოგიური ტენდენციაბის შესახებ წერს:

"პლუტონი დღეს სტაციონარული გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტა შემობრუნებას იწყებს, 28 აპრილიდან კი უკუსვლაზე გადავა ანუ რეტროგრადული გახდება. დღეიდან ასევე ირთვება პლუტონისა და ნეპტუნის (ვირუსები ნეპტუნს ''აბარია'') ჰარმონიული ასპექტი. ვფიქრობ, ეს რამდენიმედღიანი პაუზა გააჩერებს ვირუსის გავრცელების ტენდენციას, ხოლო რეტროფაზაზე გადასვლის შემდგომ კლებაც დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სიკვდილს, მასობრივ ეპიდემიებს, კრიზისებს სწორედ პლუტონი მართავს. თუმცა ამავდროულად იმ მართავს დიდ ფულსაც, რომელიც სწორედ კრიზისების დროს ''იხსნება'' ხოლმე მავანთა და მავანთა მიერ.

პლუტონი რეტროგრადული იქნება 7 ოქტომბრის ჩათვლით.

ამასთან დღეს დილის 6:25-ზე კუროს 03°24-'ზე ახალმთვარეობის პიკი იყო. ხვალიდან შეგიძლიათ ახალ საქმეებს შეუდგეთ, ამაში ხელს მთვარის აღმავალი ფაზა და ურანის ახალმთვარეობის წერტილთან შეერთება შეგიწყობთ. იოლი არ იქნება, ნამდვილად - წინააღმდეგობები რუკაშიც ჩანს მთვარის კვადრატები იუპიტერთან და სატურნთან. ეს აჩვენებს, რომ სოციალური გარემოებები ხელისშემწყობ ფონს არ ქმნის. ამიტომ საჭიროა ვიმოქმედოთ ურანისებურად - ვეძებოთ ახალი გზები, ახალი მიდგომები, ახალი მეთოდები. კარგი ის შემიძლია გითხრათ, რომ კვადრატები დაშლაზეა წასული და უკვე განვლილი სირთულების შესახებ შეიძლება, რომ მიანიშნებდეს, ვიდრე რეალურ, სამომავლოზე".

"თუ თქვენი სიყვარული ისევ ცოცხალია, აუცილებლად მიეცით მეორე შანსი" - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 43 დღე, როცა ფულისა და სიყვარულის პლანეტა "უკანმავალია"

7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

"უნდობლობა, ეჭვიანობა, მესაკუთრეობის გრძნობა - ძალიან შემაწუხებელ სახეს მიიღებს" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი