ავტორი:

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მორიელებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მორიელებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

მორიელი-ხარი

ვირთხვის წელიწადში უნდა დაზოგოთ ძალები, ფული და ენაერგია. არ ღირს ყველას მაგივრად მუშაობა, არც სხვებზე გადამეტებული ზრუნვა მოგიტანთ სიკეთეს. გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანია და მათი შემხედვარე თქვენც მოგინდებათ საკუთარი ნიჭის გამოვლენა. მნიშვნელოვანი პერიოდი ელის მას, ვინც ადრე თავისი პირადი ცხოვრებით არც კი ინტერესდებოდა. ეცადეთ, არ დაკარგოთ იმ ადამიანის კეთილგანწყობა, ვისაც ნამდვილად უყვარხართ. ჯანმრთელობის მხრივ გაუფრთხილდით სახსრებსა და ნაწლავებს.

მორიელი-ვირთხა

უნდა დაემშვიდობოთ ყველაფერ ძველსა და არაფრისმომტანს. ეს შეიძლება იყოს საქმეც, ურთიერთობაც... ნუ ჩაეჭიდებით იმას, რაც აღარ გახარებთ, აღარ მოაქვს შემოსავალი. კარდინალურად უნდა შეიცვალოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და ზოგიერთი დაქორწინებასაც გადაწყვეტს. ნუ ეხუმრებით ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ სრული გამოკვლევა.

მორიელი-ვეფხვი

იყავით მიზნამიმართული და ჯიუტად მოითხოვეთ თქვენი კუთვნილი. ეს დამოკიდებულება შეგიძლიათ პირადი ცხოვრებისთვისაც გამოიყენოთ. ზოგიერთი დარწმუნდება, რომ ოჯახის შექმნის, საკუთარი ჭერის ქონის დროა. ფული საკმარისად გექნებათ სურვილების ასასრულებლად, პირადი კომფორტის შესაქმნელად. ზოგიერთი პირად ბიზნესს დაიწყებს, ზოგიც საზღვარგარეთ რეალიზდება. ფიზიკურ და ნერვულ დატვირთვასთან მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.

მორიელი-დრაკონი

2020 წელს ვერაფრით ვერ იქნებით უკმაყოფილო. საქმეებიც კარგად მიგდით, ფულიც საკმარისი გაქვთ და საყვარელი ადამიანიც განებივრებთ. ეცადეთ, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ პრობლემები, ნუ გადადებთ მათ მომავლისთვის. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური, ოჯახური საქმიანობა. ზაფხულში თავბრუდამხვევი თავგადასავალი და დაუვიწყარი რომანტიკული პაემანი გელით. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. განსაკუთრებით, შორ მანძილებზე.

მორიელი-კატა/კურდღელი

მარტივად და ზედმეტი პრობლემების გარეშე დაასრულებთ ადრე დაწყებულ პროექტებს. ყველაფერს დამოუკიდებლად, სხვების დახმარებისა და ჩარევის გარეშე გაართმევთ თავს. იყავით დაკვირვებული მოვლენებისადმი. ფიზიკური ჯანმრთელობა კარგად გავქთ, მაგრამ აი, ნერვული მოფრთხილებას საჭიროებს. გამონახეთ დრო იოგისა და სულიერი პრატქიკებისთვის.

მორიელი-გველი

ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმოთ, რათა შეცდომებისგან დაიზღვიოთ თავი. მუდამ თან იქონიეთ ბლოკნოტი, რათა ჩაიწეროთ ყველა ნიუანსი, იდეა და ვალდებულება. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, კარგი წელია კარიერული წინსვლისთვის. პოზიციებს გაიმყარებთ საზღვარგარეთაც. მეტად რბილი და მოსიყვარულე უნდა იყოთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

მორიელი-თხა/ცხვარი

წარმატების წელი დაგიდგათ. საქმეებსაც მოაგვარებთ, პრემიასაც მიიღებთ და ოკეანის სანაპიროზეც დაისვენეებთ. ზოგიერთს შემოსვალის დამატებითი წყარო გამოუჩნდებათ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობისადმი. მაგრამ ეს მხოლოდ ვიტამინებით კი არა, დადებითი ემოციებით უნდა სცადოთ. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. იყავით საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი.

მორიელი-ცხენი

ნებისმიერი საქმე სიამოვნებას მოგანიჭებთ. შემოდგომაზე რთველშიც რომ დაგიძახონ სამუშაოდ, მაინც ღიმილით გაემართებით. თქვენი კარგი განწყობისა და შრომისუნარიანობის მიზეზი კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა და გაუმჯობესებული პირადი ურთიერთობებია. იყავით მეტად მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. გაიკაჟეთ სხეული ზაფხულში ცურვით და ზამთარში - თხილამურებით.

მორიელი-მაიმუნი

მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა კარგია, მაგრამ სულიერ კომფორტზეც უნდა იზრუნოთ. დაგროვილ საქმეებთან გასამკლავებლად, თქვენი გამოცდილებაც დაგჭირდებათ და ძველი მეგობრების მხარში დგომაც. ზოგიერთი პირადი ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს. ოჯახური ცხოვრება უამრავი სასიამოვნო მომენტით იქინება აღსავსე. მეტი დრო გაატარეთ ნათესავების გვერდით.

მორიელი-ძაღლი

ხშირი მივლინება (შეიძლება საცხოვრებელი მისამართის შეცვლამაც მოგიწიოთ) გელით. კარგი წელია აქტიური და დამოუკიდებელი სამუშაოსთვის. იყავით დაკვირვებული, აჩქარება და დაუფიქრებელი დასკვნების გამოტანა სიკეთეს არ მოგიტანთ. თუ კრედიტის აღებას აპირებთ, გაზაფხულზე გირჩევთ.

მორიელი-ღორი

თამამდ განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს. კარგ შედეგს მოგიტანთ საზღვარგარეთ გამგზავრება. გამოგიჩნდებათ დამატებითი შემოსავლი და მის დაგროვებას ბანკში შეძლებთ. მეტად თამამი უნდა იყოთ და საყვარელ ადამიანს ერთად ცხოვრება უნდა შესთავაზოთ. ვერავინ დაგაჯერებთ, რომ თავისუფლება მარტოობის საუკეთესო წამალია.

მორიელი-მამალი

წლის ბოლოს ყველას გააგებინებთ რამდენად ნიჭიერი და პროდუქტიული წელი გქონდათ, როგორ მიაღწიეთ სასურველს. მანამდე კი შრომა მოგიწევთ. ეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ და საკუთარი გეგმის შესახებ კონკურენტებს კი არა, მეგობრებსაც არაფერი უთხრათ. როდემდე უნდა მალოთ გრძნობა. გამოუტყდით ადამიანს, რომ გიყვართ. თქვენთვის კარგია ზაფხულში ცურვა და ზამთრში სხეულის გაკაჟება.

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ თევზებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ ვერძებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

სად და ვის­თან ერ­თად შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას? - ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა,