ავტორი:

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ ვერძებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ ვერძებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

ვერძი-ხარი

ვერ გეტყვით, რომ მარტივი წელი გელით. შეიძლება ისევ იმ პრობლემებს წააწყდეთ, რაც შარშან გქონდათ. ეცადეთ, მოიკრიბოთ ძალები, მოუხმოთ გონებას და გააქტიურდეთ დაგროვილი საკითხების, პრობლემების მოსაგვარებლად. იყავით ემოციურად მშვიდი. შეიძლება დახმარების ხელი გამოგიწოდონ ბავშვობის მეგობრებმა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ წაეჩხუბეთ. ფინანსური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ.

ვერძი-ვირთხა

ყველაზე მნიშვნელოვანი - კარიერული წინსვლისთვის უნდა იბრძოლოთ. კონკურენტებსა და მოშურნეებს გამარჯვების ერთი შანსიც კი არ უნდა მისცეთ. დახმარებისთვის შეიძლება ხშირად მიმართოთ იურისტებს, ადვოკატს და პროკურატურასაც კი. პირად ცხოვრებაში საბედისწერო გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ადამიანი შეიძლება მოგწონთ, მაგრამ ოჯახის შექმნა საჩქარო საკითხი არაა.

ვერძი-ვეფხვი

იყავით მეტად მიზანმიმართული და იბრძოლეთ გამარჯვებისთვის. გახსოვდეთ, რომ შთაგონებისა და ბედნიერებისთვის წვრილმანებიც კი კმარა. გაფრთხილდით, როცა ხელშეკრულებების გაფორმებას დააპირებთ. გარშემო უამრავი აფერისტი ადამიანია. კარგი წელია ფინანსური კაპიტალდაბანდებისთვის. გირჩევთ, წელი ვალებისა და კრედიტების გარეშე გაატაროთ.

ვერძი-დრაკონი

წლის მმართველი ყველა საქმეში მოგიმართავთ ხელს, მთავარია, თავად მოინდომოთ და გააქტიურდეთ. მარტივად გაუმკლავდებით წარმოქმნილ პრობლემებს - როგორც პირად ურთიერთობაში, ასევე ფინანსურ და პროფესიულ სფეროებში. 2020 წელს მეტად უნდა გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები, რათა კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ. იმისთვის, რომ მარტო არ დარჩეთ, ხშირად უნდა გახვიდეთ საზოგადოებაში. გაახშირეთ ნათესავებთან შეხვედრებიც.

ვერძი-კატა/კურდღელი

ეცადეთ, ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღოთ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. ეცადეთ, არ ჩაერთოთ "ბინძურ თამაშებში" და არ გაართულოთ დამოკიდებულება პარტნიორებთან, კონკურენტებთან. მატერიალური საკითხები უმჯობესია, ნათესავებთან ერთად მოაგვაროთ და არა დამოუკიდებლად. დაქორწინებულ ნიშნებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ერთ-ერთი ოჯახთან ერთად მოგზაურობა და ზღვისპირა კურორტზე დასვენებაა.

ვერძი-გველი

საკუთარი თავისთვის უამრავ ახალსა და საინტერესოს აღმოაჩენთ. სამსახურში საქმეები კიდევ უფრო კარგად წაგივათ, თუ თავადაც მოინდომებთ. იმავეს თქმა შეგვიძლია პირად ცხოვრებაზეც. წლის მმართველი გირჩევთ, გაუფრთხილდეთ ნერვებს, ჯანმრთელობას და, რა თქმა უნდა, რეპუტაციას. საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება ფინანსურად დაგაზარალებთ. თუ შემოდგომაზე შვებულებას აიღებთ, დრო გართობას კი არა, საოჯახო საქმეების მოგვარებას უნდა დაუთმოთ.

ვერძი-ცხენი

დაუვიწყარო შეხვედრებითა და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე წელი გელოდებათ. გაფრთხილდით, ერთმა განრისხებამ შეიძლება დაგაკარგვინოთ ის, რასაც ამდენი ხანი აშენებდით. მარტოხელებისთვის სასიამოვნო ამბავი გვაქვს. თქვენ შეიძლება გაიცნოთ "თქვენი" ადამიანი და მასზე დაქორწინდეთ კიდეც. კარგი წელი ელით შემოქმედებით ადამიანებს. ისინი კრეატიული იდეების განხორციელებას შეძლებენ.

ვერძი-თხა/ცხვარი

დაკვირვებულად და გააზრებულად თუ იმოქმედებთ, სამსახურში უსიამოვნებებს აიცილებთ და ფინანსურ სფეროში - დანაკლისს. ნუ დაივიწყებთ დასვენებას, თუ არ გსურთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. ვირთხის წელიწადში ხშირად მოგიწევთ ნათესავების დახმარება. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად თავშეკავებული და მოთოკოთ ემოციები.

ვერძი-მაიმუნი

ნუ გადადებთ შორეული მომავლისთვის იმ საქმეებს, რომლებმაც შეიძლება გამარჯვება და მატერიალური შემოსავალი დღეს მოგიტანოთ. ეცადეთ, იყოთ დაკვირვებული და არ გაიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. დაგროვილი თანხით სურვილების ახდენას შეძლებთ. ვირთხა რომანტიკული და ბედნიერი კავშირების მომხრეა. ზაფხულის დასაწყისში გაიცნობთ ადამიანს, რომელთანაც წლის ბოლოსთვის ოჯახს შექმნით.

ვერძი-ძაღლი

ენერგიული და შემოქმედებითი იდეებით აღსავსე ხართ. იყავით დაკვირვებული იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც თქვენთან მოდის. კარგი წელია ახალი გეგმების განსახორციელებლად და კარიერული წინსვლისთვის. პერიოდულად მოიწყვეთ დასვენების დღეები. ნუ დაივიწყებთ სპორტულ ვარჯიშებსაც. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. გასაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.

ვერძი-ღორი

წლის მმართველი სიყვარულისა და ფულის ოკეანეს გპირდებათ. თუმცა, მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ, რომ გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვათ. თორემ, ვირთხა ვერ გადაგარჩენთ. დაქორწინებულები მოერიდეთ საყვარლის გაჩენას. კარგი წელი ელით ბიზნესმენ და პოლიტიკოს ნიშნებს. ვირთხა თავბრუდამხვევ წარმატებას გპირდებათ ხელოვნების წარმომადგენლებს.

ვერძი-მამალი

ვირთხის წელში მიხვდებით, რომ ადრე ქარაფშუტულად და არასწორად იქცეოდით. პრიორიტეტების შეცვლის დროა. მეტი ყურადღება გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ, მაგრამ ილუზიებში ნუ გადავარდებით. მარტოხელებს პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები ელით. შეიძლება ის ადამიანი შეგიყვარდეთ, ვისთან ერთადაც მუშაობთ ან დიდი ხანია იცნობთ.

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ თევზებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მორიელებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

სად და ვის­თან ერ­თად შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას? - ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა,