ავტორი:

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ თევზებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ თევზებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

თევზები - ხარი

სასიამოვნო, მოულოდნელი ცვლილებების წელია. შეიძლება ზოგიერთი მოვლენა გეგმის, სცენარის საწინააღმდეგ წავიდეს, მაგრამ უფრო კარგი შედეგი მიიღოთ. იყავით რომანტიკული, მეოცნებე, მაგრამ შეინარჩუნეთ საღი აზრი და სიმშვიდე. განსაკუთრებით, როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. სიფრთხილე გმართებთ ფულის დაბანდებისას.

თევზები - ვირთხა

საინტერესო მოვლენები ძირითადად სამსახურთან იქნება დაკავშირებული. კოლეგებთნ მეტად მოგეთხოვებათ კორექტულობა. არ ეკამათოთ უფროსს. იყავით მეტად პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. ზაფხულის ბოლოსთვის დაგეგმეთ მოგზაურობა.

თევზები - კატა/კურდღელი

სიზარმაცე არ გეპატიებათ, შვებულებაშიც კი. უკვე გაზაფხულზე წარმატებას მიაღწევთ საქმეებში. ზომიერება გმართებთ პირადი ბიზნესის განვითარებისთვის. მეტად უნდა იზრუნოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.

თევზები - ვეფხვი

მეტად უნდა იყოთ მომართული კარიერაზე. გახსოვდეთ, რომ დაძაბულობა და კრიზისი მუდმივი არაა და თუ მოინდომებთ, ყველა სირთულეს დააღწევთ თავს. შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გინდოდათ, მაგრამ გამოსავალი რთული სიტუაციიდანაც კი არსებობს. პირად ცხოვრებაში საკუთარზე წინ საყვარელი ადამიანი უნდა დააყენოთ.

თევზები - დრაკონი

გახშირდება კონტაქტი საქმიან პარტნიორებთან, კონკურენტებთც კი. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში მოწოდების სიმაღლეზე იყოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. საოჯახო საკითხები ნათესავებთან ერთად მოაგვარეთ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. უმჯობესია, მკურნალობისთვის ხალხურ მეთოდებს მიმართოთ.

თევზები - ღორი

მთელი წლის განმავლობაში გარშემო მყოფებისთვის თქვენი შესაძლებლობების დამტკიცება მოგიწევთ. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი. ეს დაგეხმარებათ აირიდოთ შეცდომები. რომანტიკული და ლირიკული იქნებით პირად ურთიერთობებში. შეიძლება ასაკით მკვეთრად განსხვავებული პარტნიორი შეგხვდეთ, მაგრამ მყარ კავშირს ეს ვერ დაარღვევს. ფინანსურად შემოდგომაზე მოძლიერდებით.

თევზები - ცხენი

წარმატებული წელი გელით, როგორც პოლიტიკაში, ისე კომერციასა და სწავლაში. მაქსიმალურად მიზანმიმართულად უნდა იბრძოლოთ, რათა თქვენი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ. იყავით მეტად რომანტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ (არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელი ხართ ერთად). ეს დაგეხმარებათ მეტად შეკრული გუნდი იყოთ. სიფრთხილე გმართებთ მოგზაურობისას, გაუფრთხილდით საფულეს, დოკუმენტებს.

თევზები - გველი

ვირთხის წელიწადში საშუალება მოგეცემათ საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში გამოსცადოთ. და საბოლოოდ აირჩიოთ ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. პირად ცხოვრებაში თუ გრძნობთ, რომ ადამიანი ნამდვილად მოგწონთ, გადადით აქტიურ შეტევაზე. ფული მოზომილად ხარჯეთ და ეს დაგეხმარებათ, ზაფხულში კარგად დაისვენოთ. იყავით რეალისტური, როცა საქმე ბიზნეს და ვაჭრობას ეხება.

თევზები - მაიმუნი

დაიწყებთ იმ სამსახურს, იმ თანამდებობაზე მუშაობას, როგორზეც ოცნებობდით. უფულობას დაამარცხებთ და ამოისუნთქავთ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი და გწამდეთ საკუთარი თავის. 2020 წელს აიმაღლებთ სტატუსს. საოჯახო საქმეების (რემონტის) მოგვარება დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ და დახმარებისთვის კომპეტენტურ პირებს მიმართეთ.

თევზები - თხა/ცხვარი

მთვარია ჩაიფიქროთ და გაახმოვანოთ და რაც გსურთ იმას მიიღებთ. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. ზოგიერთმა შეიძლება ახალგაცნობილთან გააბას დაუვიწყარი რომანი. დაკვირვებით გააფორმეთ კონტრაქტები და ხელშეკრულებები. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ არ შეგეშალოთ საზღვარგარეთ გამგზავრებაში ხელი. წლის ბოლოს გაგიუმჯობედებათ მატერიალური მდგომარეობა და ეს შეიძლება მსხვილი თანხის მოგება იყოს. ამავე პერიოდში გელით გავლენიანი ადამიანების გაცნობა და უძრავი ქონების შეძენა.

თევზები - ძაღლი

აკონტროლეთ საკუთარი თავი, რათა ემოციებს აყოლილმა შეცდომები არ დაუშვათ. გარშემო მყოფებთან მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. წლის მბრძანებელი, ვირთხა სასიხარულო შეხვედრას ზაფხულში გპირდებათ. ეს დრო მოგზაურობისა და მეგობრებთან ერთად გართობისთვის გამოიყენეთ. ზოგიერთი შეიძლება შეხვდეს იმ ადამიანს, ვის მიმართაც წარსულში ძიერ რომანტიკულ გრძნობას განიცდიდა.

თევზები - მამალი

ბრძოლა უნდა გაუმართოთ საკუთარ მავნე ჩვევებს. ეს შეიძლება იყოს ეგოიზმი ან ფულის უყაირათოდ ფლანგვა, სიგარეტი, ალკოჰოლი... დაქორწინებულება შეიძლება მისამართი შეიცვალონ. ზოგიერთმა შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოს. აგრეთვე, ახალი ბიზნესი წამოიწყოთ ნათესავთან ერთად. ემოციური გადაღლილობა მეტ ყურადღებას მოითხოვს.

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მორიელებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ ვერძებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

სად და ვის­თან ერ­თად შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას? - ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა,