ავტორი:

7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს

7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს

ჩვევა ადამიანის მეორე ბუნებაა. ჩვევებს ძლიერი გავლენა აქვთ ჩვენზე, იმდენად ძლიერი, რომ ცხოვრების სტილს მთლიანად განსაზღვრავენ. სულ რამდენიმე ჩვევის გამო ცხოვრება რთულდება ან მარტივდება.

აი, ის 7 ჩვევა, რომელიც ბედნიერების გზაზე დაბრკოლება ხდება ჩვენთვის. მათგან გათავისუფლება ახალი ენერგიით აგავსებთ.

1) სრულყოფილებისაკენ სწრაფვა

ეს არის პერფექციონისტების სინდრომი. ასეთ ადამიანს მოდუნება და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება იმ მარტივი მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ იდეალურობის ილუზიით იტანჯება. მისთვის არა მხოლოდ მიზანი უნდა იყოს უბადლო, არამედ თავად გზები და საშუალებები, რომლითაც ამ მიზანს უახლოვდება. იგი მაქსიმალისტია და სწორედ ამიტომ ცხოვრებაში მისთვის ყველაფერი რთულია, რადგან ბედნიერებას მხოლოდ იდეალური შედეგი ანიჭებს, მაშინ, როცა იდეალურობა ჩვენს რეალობაში შედარებითია, შესაბამისად, არც თვითონ არის ბედნიერების მიზეზებით განებივრებული. ყოველთვის მოიძებნება პერფექციონისტისთვის ვინმე, ვინც ცოტათი უკეთესია მასზე - სახლით, სამსახურით, ოჯახით, ვარცხნლობით. ბედნიერების მომენტები ასეთი ადამიანისათვის წამიერი და წარმავალია. მაგალითად, მან თავისი აზრით მიიღო იდეალური შედეგი, მერე კი აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ამას უკეთ გააკეთებს.

2) ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობა

ადამიანი სოციალური არსებაა, ჩვენ არ შეგვიძლია თავის იზოლირება და განდეგილივით ცხოვრება, არც გარშემომყოფთა აზრების სრული იგნორირება. ადამიანური კავშირები ჩვენზე უზარმაზარ გავლენას ახდენენ. შეუძლებელია თავი ბედნიერად იგრძნო, როცა შენს ირგვლივ მუდმივად იმეორებენ, რომ ცხოვრება ეს - საშინელი, სასტიკი და უსამართლო რამეა. ზოგიერთ ადამიანს ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველასა და ყველაფრისადმი. მსგავს თანამოსაუბრეს უმჯობესია გაერიდოთ და განდევნოთ ეს ნეგატიური ინფორმაციული ხმაური თქვენი ტერიტორიიდან. თუ თქვენი შინაგანი ხმა თავად აკეთებს ამ განცხადებებს, მოგიწევთ სერიოზულად იმუშავოთ საკუთარ თავზე. წაიკითხეთ სრულად

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"