ავტორი:

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელ მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და რეკომენდაციებსაც გვთავაზობს:

" მთვარის დაბნელების დასაწყისი 10 იანვარს 21:07-ზე, დასასრული - 01.12 იანვარს. 11 იანვარს (თბილისის დროით). პიკი - 23:11-ზე, ეკლიფსი გამოჩნდება ევროპასა და აზიაში, აფრიკაში, დასავლეთ ავსტრალიაში.

დაბნელება ნახევრად ჩრდილოვანია, რაც ნიშნავს, რომ მთვარის დისკი სრულად არ დაიფარება.

მთვარე კირჩხიბი ოპოზიციაში იქნება მზის, მერკურის, იუპიტერისა და სატურნ/პლუტონის შეერთებასთან და მიუხედავად იმისა, რომ მთვარის პოზიცია საკმაოდ ძლიერია, თხის რქაში მოქცეული პლანეტათა თავყრილობაც ძალიან ძლიერ ბირთვს ქმნის და დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ემოციური თვალსაზრისით ეს დღე, ისევე როგორც წინა და მომდევნო, ძალიან ფორიაქიანი და დაძაბული შეიძლება გამოდგეს. დეპრესიული, დამთრგუნველი შეგრძნებები, ენერგიის დაქვეითება, ფიზიკური სისუსტე შეიძლება დაეუფლოს კირჩხიბებს, თხის რქებს და იმ ადამიანებს, ვისაც პირადი პლანეტები დაბნელების წერტილის ახლო-მახლო (კირჩხიბის18°-23°) ან ზუსტად მის საპირისპიროდ თხის რქაში ჰყავთ. ასევე მეტნაკლებად ვერძებიც და სასწორებიც.

ამავდროულად ხელახლა თავს შეგვახსენებენ ამბები, რომლებსაც ამ დერეფნის დასაყისში, 26 დეკემბრის ახლო-მახლო ჰქონდათ ადგილი. ახალი გარემოებები ახალ პირობებს გვკარნახობენ და ძველებურად ცხოვრების გაგრძელება აღარ გამოდის. აუცილებელია ან მივიღოთ ახალი და ისე გავაგრძელოთ წინსვლა, ან ამაოდ ვიბრძოლოთ წარსულის დასაბრუნებლად ქარის წისქვილებთან და ფუჭად დავკარგოთ ის ენერგია, რაც ახლის საშენებლად უნდა გამოგვეყენებინა.

ეს დაბნელება გარკვეულ წილად მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისიცაა. გლობალურ მოვლენებს, ცხადია, ჩვენ ვერ გავწვდებით, ამიტომ ჩვენს პირად ცხოვრებაში რაც ხდება, იმის დარეგულირებას უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ამ დღეებში , რომ მომდევნო ციკლს დადებით ნოტებზე შევეგებოთ.

მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, მოიკვეთეთ, რაც მოსაკვეთია და დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები, ის, რაც სტიმულს გაძლევთ ცხოვრებაში და რასაც წინ მიჰყავხართ.

გისურვებთ სამყაროს კეთილი ძალების თანადგომას და გამარჯვებას ბნელეთზე!".

ზოდიაქის ნიშნები, რომლებმაც წლის ბოლომდე კარმა უნდა გაისუფთაონ

5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?