ტერმინი ”კონკიას კარიბჭე” ასტროლოგიურ ლექსიკონში, ჯერ კიდევ ბრიტანული მონარქიის ცნობილი წყვილის, ლედი დიანას და პრინცი ჩარლზის ქორწინების შემდეგ დამკვიდრდა. ”კონკიას კარიბჭე” ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური კომბინაცია პლანეტებს შორის, რომელიც ცაზე საკმაოდ იშვიათად (დაახლოებით ხუთ წელიწადში ორჯერ) იქმნება და ამ პერიოდში ისევე როგორც კონკიას, მეჯლისის დამთავრებამდე შეზღუდულ დროში, ადამიანებს ეძლევათ შანსი საკუთარი პირადი (ან ფინანსური) ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
2013 წელი სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებთან ერთად, სწორედ რომ ”კონკიას კარიბჭის” უნიკალური პრეცენდენტით იქნება ცნობილი. ე.წ ”კონკიას კარიბჭის” შინაარსში კი ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტის: ქირონის, ნეპტუნის, ვენერასა და იუპიტერის დადებითი კონფიგურაციების შექმნა მოიაზრება ცის კაბადონზე, რომელიც ადამიანებში თავის მხრივ რომანტიულ განწყობას, სითბოსა და სიყვარულის მოთხოვნილებას, საწინააღმდეგო სქესის ინტუიციურად გაგების უნარს და ბავშვობისდროინდელი, ზღაპრული ისტორიების რწმენის და რეალობაში განხორციელების დაუძლეველ სურვილს ააქტიურებს. აქედან გამომდინარე, მაშინ როცა ცაზე ”კონკიას კარიბჭე” იხსნება, ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის მარტივი და, რაც მთავარია, მოსალოდნელია, ცხოვრებამ სწორედ ამ დროს ”ის ერთადერთი” გამოიმეტოს. თუმცა პლანეტა ქირონის აფსოლუტურად არაპროგნოზირებადი ხასიათის და რაობის გამო, შესაძლებელია პრინცი ან პრინცესა თქვენს ცხოვრებაში, თეთრი ცხენით ან ბროლის ფეხსაცმლით სულაც არ მოვიდეს. უფრო მეტიც, გამორიცხული არაა თავი ლუის კეროლის ცნობილი ნაწარმოების ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მთავარ გმირად იგრძნოთ, რომელიც საოცრებათა ქვაყანაში მისთვის აფსოლუტურად მოულოდნელად და დაუგეგმავად აღმოჩნდა, შესაბამისად მზად უნდა იყოთ ამ პერიოდში იმისთვის, რომ ცხოვრებამ, შესაძლოა ყველაზე უჩვეულო და ამაღელვებელი რომანტიული თავგადასავლებით გაგაკვირვოთ. გამორიცხული არ არის, სწორედ ამ პერიოდში გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თავისი სრულიად არაადექვატური სახელის, პროფესიის ან საქციელის გამო კატეგორიულად არც კი განიხილება, სამომავლოდ თქვენი მეორე ნახევარის პოზიციაზე, მაგრამ მანამ სანამ ”კონკიას კარიბჭე” ღიაა, ყოველგვარი სახის მოულოდნელობას და სასწაულს ექნება ადგილი, ამიტომ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ზღაპარი მოჯადოებულ პრინცად ქცეული ”მახინჯი გომბეშოს” შესახებ, გამორიცხული არ არის მისი სიუჟეტი თქვენს ცხოვრებაშიც სრული სიზუსტით გამეორდეს. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტიც, რომ კონკიას კარეტა არაფერი იყო სინამდვილეში თუ არა ჩვეულებრივი გოგრა.. ამიტომ ნანატრი პარტნიორი გამორიცხული არაა, აქამდე თქვენთვის შეუმჩნეველად იმალებოდეს თქვენსავე სამეგობრო გარემოცვაში.. ”კონკიას კარიბჭე” კი სწორედ მის ამოცნობა-გამოაშკარავებაში დაგეხმარებათ
მაინც როდის გაიღება იგი?
”კონკიას კარიბჭე” 2013 წლის 26 მარტიდან, აგვისტოს 21 რიცხვამდე იქნება ღია და სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდება ზემოთხსენებულ პლანეტებს შორის განსაკუთრებით დადებითი დამოკიდებულება, ამასთან ერთად აქვე მინდა იმის შესახებაც გაგაფრთხილოთ, რომ 2013 წლის ”კონკიას კარიბჭე” წყლის სტიქიის ნიშნებში იქნება აქცენტირებული. აქედან გამომდინარე ქირონისა და ნეპტუნის თევზების ზოდიაქოში განლაგება, იუპიტერის კირჩხიბის ზოდიაქოში გადასვლით გააქტიურებს ადამიანებში ერთმანეთის ინტუიციური გაგების უნარს, გულმოწყალებას და რომანტიზმს, ხოლო იუპიტერი თავის მხრივ ამ ყველაფრს ”წარმატებული კავშირის” ელფერით გააფერადებს. პლანეტა ვენერასთან შექმნილი ასპექტები კი (ტრინი ტრანზიტულ ნეპტუნთან და შემდგომში უკვე ქირონთან) 5-15 ივნისის შუალედში, ყველაზე საუკეთესო საფუძველს შექმნის, ხანგრძლივი რომანტიული ნაცნობობის დასაწყებად. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ შავი მთვარის (ლილიტის) განლაგება 2013 წლის მანძილზე, პირად ურთიერთობებში უმცირეს სიყალბესაც კი არ აპატიებს ადამიანებს. აქედან გამომდინარე, საიმისოდ რომ თქვენს პირად ცხოვრებაშიც, წარმატებით გაიღოს კონკიას კარიბჭე, აუცილებელია თავი ყოველგვარი სახის უზუსტობისგან და ტყუილისგან მაქსიმალურად შეიკავოთ.
მომდევნო ორი წლის მანძილზე უნიკალურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ასევე, პლანეტა ნეპტუნისა და ვარსკვლავ ფომალგაუტის შეერთება, რომელიც 2013 წელს 26 მარტს, ხოლო 2014 წელს 27 იანვარს მოხდება და ეს დღეები განსაკუთრებული, დადებითი ენერგეტიკითა და წარმატების კოლოსალური შანსებით იქნება გამორჩეული ნებისმიერი ადამიანისთვის (განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც პირად რუკაშიც აქვს რომელიმე მათგანის ძლიერი გავლენა). 2013 წლის მანძილზე, პლანეტა ნეპტუნი ვარსკვლავ ფომელგაუტსა და დენებს შორის მოექცევა, რაც საშულაებას მისცემს ადამიანებს ე.წ ”ლურჯი ფრინველი” დაიჭიროს ცხოვრებაში და საკუთარ, ყველაზე თამამ, ერთი შეხედვით უტოპიურ სურვილებსაც კი შეასხას ფრთები. ხოლო პერიოდი როცა ნეპტუნი ამ ორი ზემოთხსენებული ვარსკვლავის პოზიტიური ენერგეტიკის ჩვენზე პროექციას მოახდენს 14 მარტიდან 14 აპრილამდე, შემდგომში კი 5 მაისიდან 14 ივლისამდე გაგრძელდება. ამიტომ ეს ვადა, ყველამ გონივრულად უნდა გამოიყენოს! ამასთან ერთად, ნეპტუნის ყველაზე ახლო ტრანზიტი, რომელსაც იგი ვარსკვლავ დენებთან მიმართებაში გააკეთებს ზუსტად 7 ივნისს მოხდება, შესაბამისად ეს დღე ასტროლოგიური გათვლების მიხედვით განსაკუთრებით დადებითი და ნაყოფიერი იქნება, სამწერლო, ლიტერატურულ ან ჟურნალისტურ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.