მარტივი ამულეტი სიყვარულის და ბედის მოსაზიდად

მარტივი ამულეტი სიყვარულის და ბედის მოსაზიდად

ძალიან ბევრი ადამიანია ამ ქვეყნად, ვისაც მტკივნეული ან ვერშემდგარი სასიყვარულო ურთიერთობების გამო საერთოდ დაკარგული აქვს იმის რწმენა, რომ გულწრფელი სიყვარული ოდესმე მასთანაც მოვა. თუმცაღა თავად ფაქტი იმისა, რომ ადამიანს რაღაცის არ სწამს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაც ბუნებაში არ არსებობს. სიყვარული ჩვენს გარშემო, პატარ-პატარა წვრილმან პოზიტივებში ბუდობს მთავარი ამის შემჩნევა და დაფასებაა. თუმცაღა საიმისოდ რომ კვლავ შესძლოთ ამ გრძნობის აღქმა რუსი ეზოთერიკოსები, მარტივად დასამზადებელ ამულეტს გვთავაზობენ.

მისი დამზადება სავსემთვარეობისას ან მზარდი მთვარის პერიოდშია რეკომენდებული.

დაგჭირდებათ წითელი ხავერდის მატერია ან ასეთივე ხავერდის მზა ქისა, ჩაის ვარდის რამოდენიმე ფურცელი, დეკორატიული გასაღები, ვარდისფერი ძაფი და ვარდისფერი კვარცის მომცრო ნატეხი.

ქისაში აკურატულად მოათავსეთ ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობა და გონებაში იგი პოზიტივზე დააპროგრამეთ, რომ მან არასოდეს მოუშვას თქვენამდე ემოციური ტკივილი, იმედის გაცრუება და წყენა. გასაღებს „ჩამკეტი“ ფუნქცია მიანიჭეთ, რათა იმ შემთხვევაში თუ კვლავაც გძლევთ ცდუნება თავაწყვეტილ და სახიფათო ურთიერთობაში გადაეშვათ, მან თქვენი „გამოფხიზლება“ უზრუნველყოს. ვარდის ფურცლები მომავლის რწმენის, სულის და ემოციების სისუფთავეზე დააპროგრამეთ, ხოლო კვარცის ნატეხი მომავალი ურთიერთობის კრისტალურობას, გამჭვირვალობას და გამძლეობას მოგცემთ.

ყოველივე ამის შემდეგ ქისას თავი მოუკარით და იგი შვიდი დღის მანძილზე, აივანის მზიან კუთხეში შეინახეთ. ამის შემდეგ კი ის თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ჩანთით, ან საძინებელ ოთახში მოათავსოთ გამოსაჩენ ადგილას. ასეთი ამულეტი არამარტო თქვენ დაგმუხტავთ დადებითი ენერგიით, გარშემომყოფების დასახმარებლადაც გამოგადგებათ.

17 სექტემბერს ახალმთვარეობაა - რომელი მოვლენები განმეორდება თქვენს ცხოვრებაში და რა რეკომენდაციებს გაძლევთ ასტროლოგი?

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან