ვერძს
წარმატება პროფესიულ სფეროში ელოდება. ახალი პროექტები მას დიდ აღიარებას მოუტანს.
კუროს
2020 წელი მომაბეზრებელი ვალდებულებებისგან ან სამსახურისგან საბოლოოდ გათავისუფლების შანსებს მისცემს. ბევრი კურო დაოჯახდება.
ხოლო ტყუპს
2020
წელი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნაცნობების შეძენით დააჯილდოებს. შესაძლებელია შეიძინოს უძრავი ქონება. მოემზადეთ, სულ მალე იმ ვალდებულებას იკისრებთ, რასაც მშობლის როლი ჰქვია.
ლომი
უკვე არსებულ წამოწყებებს გაამყარებს და რეალურად შეძლებს მიღწეული შედეგებით იამაყოს. ბევრი ლომი დაინიშნება ან ოფიციალურ სახეს მისცემს თავის ურთიერთობას.
ქალწული
შემოიკრებს თანამოაზრეებს, შეიძლება ჩამოაყალიბოს პოლიტიკური პარტია ან პროფკავშირი. გამორიცხული არ არის, შექმნას არასამთავრობო ორგანიზაცია. 2020 წელი ლიდერობას ჰპირდება.
სასწორი
საყოველთაო პოპულარობასა და წარმატებას მოიპოვებს იმ სფეროში, რომელსაც დიდი ხანია ერთგულად ემსახურება. ბედი განსაკუთრებით გაუღიმებთ მწერლებს, რედაქტორებს, ჟურნალისტებსა და ლიტერატურის კრიტიკოსებს.
მორიელს
დიდი ხნის წინ "დაკონსერვებული" პროექტების ხელახლა გაცოცხლების და რეალიზების შანსი მიეცემა, თუმცა ამჯერად არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჩერდეს.
მშვილდოსანი
დაკარგულ მეგობრებს დაიბრუნებს, ურთიერთობას აღადგენს ყოფილ შეყვარებულთან და სამსახურს გამოიცვლის.
მერწყული
კი ყველა იმ საქმეს მოაგვარებს ელვის სისწრაფით, რომელიც წინა წელს რატომღაც ტაატით და შეფერხებებით მიდიოდა.
თევზები
2020 წელს შეძლებენ თავი დააღწიონ წარსულის ილუზიებს და ცხოვრება სუფთა ფურცლით დაიწყონ, როგორც პროფესიული, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით. ბევრ თევზს საინტერესო პროექტში ჩართვას შესთავაზებენ. ასევე, გამოგიჩნდებიან მტრები, რომელთა დახმარებით პოპულარულიც კი გახდებით.
კირჩხიბი
2020 წელს დიდ წარმატებას მიაღწევს სწავლა-განათლებაში, შესაძლებლობა მიეცემა წავიდეს საზღვარგარეთ. ასევე, გადაჭრის ფინანსურ პრობლემებს და გაიჩენს სტაბილურ შემოსავლის წყაროს, რომელიც მომავალში სოლიდურ თანხად გადაიქცევა.
თხის რქას
ოჯახური სტაბილურობა ელოდება. ახალ მიზნებს დაისახავს და განახორციელებს კიდეც.