რაშია თქვენი სექსუალურობის საიდუმლო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რაშია თქვენი სექსუალურობის საიდუმლო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანი ფლობს კონკრეტულ ქარიზმას სექსუალური კუთხით და ეს თითოეულის შემთხვევაში სხვადასხვა თვისებით არის გამოხატული. მაინც რა არის თქვენში ფიზიკური მომხიბვლელობის ინდიკატორი?

ვერძები ცხელსისხლიანები არიან. მათი სექსუალური შარმი მოუსვენრობასა და ენერგიულობაშია.

კუროს სექსუალურობა ვლინდება სხეულის "მადიან" ფორმებსა და დიდ სექსუალურ მადაში.

ტყუპი გასაოცრად კრეატიულია, როცა საქმე სექსს ეხება. მისი მოქნილობა პარტნიორს მუდამ აოცებს. ყოველთვის მზადააა გამოცადოს რაღაც ახალი.

კირჩხიბის სექსუალურობა ხშირად შეფარულია. ის მხოლოდ ძალიან ახლო კონტაქტის დროს იხსნება. სამაგიეროდ, პარტნიორს მისი გრძნობების სიღრმე გააოცებს.

ლომის სექსუალური მომხიბვლელობა მის იმიჯში მდგომარეობს. ის ყოველთვის არის მოწოდების სიმაღლეზე ვიზუალური კუთხით.

ქალწულის სექსუალური შარმი დახვეწილობაშია. ეს არის ზოდიაქოს გარეგნულად ყველაზე მოწესრიგებული, თუმცა შინაგანად ყველაზე ამორალური ნიშანი.

სასწორის სექსუალურობა მისი ღიმილის თანმდევია. ეს ადამიანები ღიმილით აჯადოებენ პარტნიორებს.

მორიელი თავად სექსუალურობაა. ის არის ბრუტალურად მომხიბვლელი და სექსუალური, არ აქვს მნიშვნელობა ლამაზია იგი თუ შეუხედავი.

მშვილდოსანის სექსუალური შარმი მის დაუდგრომელ ხასიათში მდგომარეობს. ეს ადამიანი ძნელია მოაქციო საკუთარ გავლენაში. მის შესანარჩუნებლად ბევრი შრომაა საჭირო.

თხის რქები მოზომილები, თუმც კი შინაგანად საოცრად სექსუალურები არიან. მათი მთავარი "კოზირი" კი არჩეული პარტნიორისადმი ერთგულებაა.

მერწყულის სექსუალურობა გონებრივ მონაცემებზე გადის. იგი ინტელექტის მეშვეობით ახერხებს ყოველთვის საპირისპირო სქესში ვნების ცეცხლის დანთებას.

თევზები სექსუალურია მხოლოდ ისეთ პარტნიორთან, რომელთანაც ემოციურად გრძნობს კავშირს.

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"